25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო ქრისტეშობას აღნიშნავს
25.12.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოში ვატიკანის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მამა ფილიპო ჩამპანელი 25 დეკემბერს აფრიამაშვილების ქართულ კათოლიკურ ოჯახს ეწვივნენ, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. დიმიტრი შაშკინმა ოჯახის ორ წევრს, თბილისის 178-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ლევან და ბექა აფრიამაშვილებს დიდი ხნის ნატვრა აუსრულა და ისინი პორტატული კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
ლევანი და ბექა მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები არიან, ბექა კარგად სწავლობს და სამინისტროს მიერ ინიცირებულ კონკურსებშიც არის ჩართული, იგი ერთ-ერთი მათგანის ”მე მიყვარს ჩემი პოლიცია” გამარჯვებულია. იგი კარგად ხატავს და ხშირად გამოფენებშიც მონაწილეობს.
ლევან აფრიამაშვილი სპორტითაა გატაცებული, იგი თანატოლებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში არაერთი ჩემპიონატის პრიზიორია, უყვარს კითხვა, სურს გახდეს ცნობილი და წარმატებული სპორტსმენი. Video