საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ სანიკიძემ სამინისტროს 2012
წლის ბიუჯეტსა და 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში შეტანილ ცვლილებებზე ბრიფინგი გამართა.
2012 წლის
ბიუჯეტის შიდა რესურსის მობილიზების ხარჯზე
7.5 მლნ ლარზე მეტი დაიზოგა, საიდანაც:
- მიმდინარე წელს კახეთში
მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სტუდენტთა 2012-2013 სასწავლო წლის
სწავლის საფასურის დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით 2,4 მლნ ლარამდე გამოიყო;
- დარჩენილი
თანხით საახალწლოდ საჯარო სკოლის მასწავლებელთა
და ადმინისტრაციულ ტექნიკური პერსონალის მატერიალური წახალისება განხორციელდება 60-65
ლარის ფარგლებში ( 5 მლნ ლარამდე).
2013წლის ბიუჯეტის პროექტში განხორციელებული ცვლილებები
2012 წლის ოქტომბრიდან დაიწყო მუშაობა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასა
და სრულყოფაზე:
- მომავალი
წლის ბიუჯეტი 61 700 მლნ ლარით გაიზარდა (2012
წ.- 608 300 მლნ. ლარი; 2013 წ.- 670 000 მლნ. ლარი);
- 2013 წლის პირველადი საბიუჯეტო პროექტი ოპტიმიზაციის მიზნით გადაიხედა. განხორციელებული
ოპტიმიზაციის შედეგად არსებული რესურსიდან დაახლოებით 35 მლნ ლარი იქნა მობილიზებული.
ზემოაღნიშნული დამატებითი და მობილიზებული რესურსი, ჯამში 96 700 მლნ ლარი 2013 წლის ბიუჯეტის ფარგლებში
მიმართულ იქნა შემდეგი ღონისძიებების დასაფინანსებლად:
- გაიზარდა
სახელმწიფო სასწავლო გრანტის (ბაკალავრიატის სტუდენტთა) დაფინანსება (დამატებით 10,2
მლნ ლარი). გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში,
უმაღლეს დაწესებულებებთან თანამშრომლობით გამოიყოფა პროგრამები და ამ პროგრამების
ფარგლებში სწავლა იქნება უფასო; აგრეთვე შენარჩუნდება
სასწავლო გრანტის პროგრამა 11 მილიონი ლარის
ფარგლებში;
- მომავალი
წლიდან იგეგმება დოქტორანტურის პროგრამების დაფინანსება (1 მლნ ლარი), რომელიც მანამდე
არ არსებობდა;
- გაიზრდება
სტუდენტთა დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში, როგორც ბაკალავრიატის ისე მაგისტრატურის
სტუდენტებისთვის (დამატებით 1,4 მლნ ლარი);
- მიმდინარე
წელს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სტუდენტთა 2012-2013 სასწავლო
წლის სწავლის საფასურის დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით 2,4 მლნ ლარი გამოიყო;
- მომავალი
წლიდან იგეგმება საჯარო სკოლის პედაგოგთა საბაზო შრომის ანაზღაურების ზრდა თვეში
70-80 ლარით (დამატებით 50 მლნ ლარი);
- იმ
საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის მიზნით, რომლებსაც სკოლამდე
მისასვლელად უხდებოდათ ფეხით დიდი მანძილის გავლა, შეიქმნა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც
190 სკოლის 9000-ზე
მეტი მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება ტრანპორტირებით (2,6 მლნ ლარი);
- იმ
პროექტების და ღონისძიებების გარდა, რომელიც გათვალისწინებული ბიუჯეტით მეცნიერების
ხელშეწყობისათვის, დამატებით შეიქმნა მეცნიერების აღდგენისა და განვითარების ფონდი
(5 მლნ. ლარი);
- გაიზარდა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
დაფინანსება (დამატებით 585 ათასი ლარი);
- გაიზარდა
რიგი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების
დაფინანსება (დამატებით 192 ათასი ლარი);
10. გაიზრდება სახელმწიფო სტიპენდიები
სტუდენტებისთვის და გაორმაგდება (დამატებით 1,75 მლნ ლარი);
11. პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა
და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, პროფესიულ კოლეჯებისთვის მოხდება შესაბამისი სახელმძღვანელოების
და სასწავლო პროგრამების შექმნა და კოლეჯებში მათი დანერგვის უზრუნველყოფა, რისთვისაც
გამოიყოფა დამატებით რესურსი (1,45 მლნ. ლარი);
12. განხორციელდება საგანმანათლებლო
დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (დამატებით 14,5 მლნ ლარი).