კოლბერგის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან რომელი ორი ფაქტორი უდევს საფუძვლად ადამიანის მორალურ განვითარებას: | სწავლების ბიჰევიორისტული მოდელის მიხედვით, სასწავლო პროცესში: |
|
ა) მოსწავლე მასწავლებელთან ერთად ირჩევს სასწავლო აქტივობებს და მათი შესრულების ტემპს. ბ) მოსწავლე მასწავლებელთან ერთად ირჩევს სასწავლო აქტივობებს, ხოლო მათი შესრულების ტემპი წინასწარაა განსაზღვრული მასწავლებლის მიერ. გ) მოსწავლე თვითონ ირჩევს სასწავლო აქტივობების განხორციელების ტემპს, ხოლო აქტივობები წინასწარ არის განსაზღვრული მასწავლებლის მიერ. დ) სასწავლო აქტივობები და მათი განხორციელების ტემპი წინასწარ განსაზღვრულია მასწავლებლის მიერ. |
ა) I და I I . ბ) I I I და IV. გ) I I და I I I . დ) I და IV. |
მიზანი: ბავშვის მორალური განვითარების თეორიის ცოდნის შეფასება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, თავი I I . მუხლი 5. საკითხი 1. დანართი N2, 2. განვითარებისა და სწავლის თეორიების ავტორები, (3) ლორენს კოლბერგი. სწორი პასუხი გ) |
მიზანი: სწავლების თეორიის ცოდნის შეფასება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, თავი I I . მუხლი 5. საკითხი 1. დანართი N2, 1. განვითარებისა და სწავლის თეორიები, (1) ბიჰევიორიზმი. სწორი პასუხი დ) |
კოლბერგის თეორიის მიხედვით, ადამიანის მორალურ განვითარებას განაპირობებს ის სოციალური გარემო, რომელშიც იგი ვითარდება და კანონისადმი მისი დამოკიდებულება, კანონმორჩილება (II), აგრეთვე, აზროვნება და სხვადასხვა მორალური საკითხის განსჯა (III ). შესაბამისად, ჩამოთვლილთაგან უნდა შეირჩეს ის ვარიანტი, სადაც დაწყვილებულია II და III ფაქტორები. ასეთია გ) ვარიანტი. |
სწავლების სხვადასხვა მოდელი ეყრდნობა სხვადასხვა თეორიულ საფუძველს. სწავლების ბიჰევიორისტული მოდელი გულისხმობს, რომ მასწავლებელი თავად განსაზღვრავს სწავლების პროცესს, მართავს მოსწავლის ქცევას და მოსწავლე, ძირითადად, მასწავლებლის ინსტრუქციების, მითითებების შემსრულებლის როლშია. შესაბამისად, სწორი პასუხია დ).
|
ინფორმაცია მოსწავლის შესახებ | სწავლის სტილი |
(I) გიორგიმ მასწავლებელს საკმაოდ კარგად უპასუხა, მაგრამ შედარებით
დაბალი შეფასება მიიღო. მასწავლებელმა ეს ასე აუხსნა: ”სახლში არ
წაგიკითხავს. რაც აქ მოისმინე, ის მოყევი”. გიორგი: ”რა ვქნა, მასწ, თქვენ ისე კარგად ყვებით, მაშინვე მამახსოვრდება...” |
ა. სწავლა შეხებით ბ. სწავლა კეთებით |
(I I ) მარის აკადემიური მიღწევები ბოლო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა და მშობელთა კრებაზე კლასის დამრიგებელმა ხაზგასმით აღნიშნა ეს ამბავი. მარის დედამ კმაყოფილებით ჩაილაპარაკა: ”ვურჩიე, მეცადინეობისას მნიშვნელოვანი საკითხები ამოეწერა და დამიჯერა...”
|
გ. სწავლა კითხვით |
(I I I ) დათოს ძალიან უჭირს მოქმედებების შესრულება წილადებსა და ათწილადებზე. ამის გამო საკონტროლოში ორიანი მიიღო. გიგამ ქურთუკის ჯიბიდან მანდარინი ამოიღო და დათოს მიაწოდა: ”ეს არის ერთი მანდარინი.ე. სწავლა წერით დაანაწილე ლებნებად. აი, შეხედე, 16 ლებანია, ე. ი. ერთი ლებანი მანდარინის 1/16-ია. 8 ცალი რომ ავიღოთ, მანდარინის ნახევარი გამოვა”. სახლში დაბრუნებულმა დათომ თავისუფლად ამოხსნა დავალება წილადებზე. |
დ. სწავლა მოსმენით ე. სწავლა წერით |
მიზანი: განსხვავებული სწავლის სტილის ცოდნის შეფასება. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, თავი I I . მუხლი 5. საკითხი 2. დანართი N1. განვითარებისა და სწავლის თეორიები. |
ცხრილის მარცხენა სვეტში აღწერილი (I) სიტუაციის მიხედვით, გიორგი სახელმძღვანელოს არ კითხულობს, სახლში არ მეცადინეობს და მასწავლებლის მიერ ახსნილ მასალას მოსმენით იმახსოვრებს. ე. ი. მოსწავლეს ახალი მასალის ათვისება უადვილდება მოსმენით და არა, მაგალითად, სახელმძღვანელოს დამოუკიდებლად დამუშავებით. გიორგის სწავლის სტილი არის სწავლა მოსმენით, ანუ I სიტუაციას შეესაბამება პასუხის დ) ვარიანტი. სავარაუდო პასუხებში უნდა შემოვხაზოთ პასუხის დ) ვარიანტი. |
(I I ) სიტუაციიდან ვიგებთ, რომ მშობლის რჩევით, მოსწავლემ წერილობით ჩაინიშნა გაკვეთილის მნიშნელოვანი საკითხები და, შედეგად, უკეთ აითვისა მასალა, ე.ი. ამ მოსწავლისათვის საგნის შესწავლის ყველაზე ეფექტური გზა არის სწავლა წერით, ანუ (II) სიტუაციას შეესაბამება პასუხის ე) ვარიანტი. სავარაუდო პასუხებში უნდა შემოვხაზოთ პასუხის ე) ვარიანტი. |
(I I I ) ამ შემთხვევაში, აღწერილია, როგორ დაეხმარა თანაკლასელი დათოს, გაეაზრებინა, რას ნიშნავს წილადი და როგორ ხორციელდება არითმეტიკული მოქმედებები წილადებზე. მოსწავლეებმა კონკრეტული საგანი დაანაწილეს და, ამგვარად, თვალნათლივ დაინახეს საკითხის არსი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მოსწავლისათვის დამახასიათებელია სწავლა კეთებით, ანუ (III) სიტუაციას შეესაბამება პასუხის ბ) ვარიანტი. სავარაუდო პასუხებში სწორი პასუხია ბ) ვარიანტი. |
ამგვარად, პასუხებისათვის განკუთვნილ ადგილას პირველ შემთხვევაში უნდა შემოიხაზოს დ) ვარიანტი, მეორე შემთხვევაში - ე) ვარიანტი, ხოლო მესამე შემთხვევაში – ბ) ვარიანტი. |
ქეთი მასწავლებელი მეორე კლასის მოსწავლეების მოტივირებას ცდილობს და პატარებს ხშირად აქებს. ნინომ კარგად შეასრულა დავალება, ლამაზად და უშეცდომოდ გამოწერა სიტყვები და ქეთი მასწავლებლის შექებაც დაიმსახურა. ვატოს საშინაო დავალება არ დაუწერია, საკლასო სამუშაოც დაუდევრად შეასრულა. ქეთი მასწავლებელმა ვატოს წახალისება გადაწყვიტა და ამიტომ ისიც შეაქო.
შექების მიუხედავად, ვატო ისევ აგრძელებს დაუდევ რად მუშაობას. მას ნინომ და მოსწავლეთა ნაწილმაც მიბაძა. |
აპლიკანტი არ პასუხობს კითხვას არსებითად. მისი პასუხი - ”მოტივაციის შესუსტება გამოიწვეულია ქეთი მასწავლებლის მიერ” - ზედაპირულია. შეკითხვის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ავხსნათ, როგორ, რატომ გამოიწვია ქეთი მასწავლებლის ქცევამ მოტივაციის შესუსტება. ამგვარი პასუხი ფასდება 0 ქულით. |
ამგვარი ნაშრომი ფასდება 2 ქულით, რადგან პასუხში ჩანს, რომ აპლიკანტი კარგად იცნობს მოტივაციის მექანიზმს; აანალიზებს, თუ რა გავლენას ახდენს ერთი მოსწავლის მისამართით გამოთქმული შექება დანარჩენ მოსწავლეებზე.
|