ევროკომისიის
ტემპუს/ტასისის პროგრამის ფარგლებში სამაგისტრო პროგრამა "ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები" ('The organisation of a common two-year master programme in three Georgian
universities on "European Integration and Employment Relations', EIGER) ამოქმედდება.
საქართველოდან სამიზნე სასწავლო დაწესებულებებს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული
და კავკასიის უნივერსიტეტები წარმოადგენენ. შესაბამისად,
ეს იქნება ინტერდისციპლინური და ინტერსაუნივერსიტეტო სამაგისტრო პროგრამა, რომელიც
მაგისტრანტებს სამივე უნივერსიტეტის ბაზაზე მიიღებს.
დღეს,
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტეში
პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილე გიორგი შარშვაშიძე დაესწრო.
პროექტის
ფარგლებში, პირველად საქართველოში, სამაგისტრო პროგრამების შემდეგი ძირითადი მიმართულებები დაფინანსდება:
ეკონომიკის პოლიტიკა;
კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპული მოდელები;
შრომითი ურთიერთობები და სოციალური დიალოგი;
ევროპის საკანონმდებლო რეგულაციები ადამიანის
უფლებათა და შრომით ურთიერთბებში;
აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება
ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის თვალსაზრსისთ.
პროექტის უცხოელი პარტნიორები არიან:
ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (აპლიკანტი);
პლოვდივის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ევროპული
კოლეჯი;
მაგდებურგის უნივერსიტეტი;
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი.
სამაგისტრო პროგრამის
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა
სამინისტროს
წარმომადგენლები, უნივერსტეტების რექტორები,
დამსაქმებელთა ასოციაციების, სავაჭრო პალატისა და პროფკავშირების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები არასამთავრობო და
კვლევითი ორგანიზაციებიდან, სტუდენტები და პროფესორ - მასწავლებლები.