პროექტი „სახალისო სპორტისა და ფიზიკური განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება და მასში ჩართულია სკოლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. დღეს, 2013–2014 წლების სეზონის ფინალური ტურნირი გაიმართა. ფინალში მონაწილეობდა: ჩოხატაურის პირველი, მარნეულის მეექვსე, წეროვანის მესამე და თბილისის 26-ე საჯარო სკოლაების გუნდები.
,,მხიარული სტარტების” მიზანია სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებით-გასართობი შეჯიბრების მეშვეობით, მოზარდ თაობაში სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოზარდი თაობის ცნობიერებაში ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, თვითრეალიზებაში დახმარება, მზრუნველობა მოკლებული და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ,,მხიარული სტარტების” თამაშებში მონაწილეობის ხელშეწყობა და შესაბამისი პირობების მომზადება.
ფინალური შეხვედრის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე დაესწრნენ.