დღეს, ესტონეთის განათლების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ ექსპერტები გორის N3 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ და გამოცდილების გაზიარების
მიზნით, ესტონეთის სასწავლო გეგმის სპეციფიკა გააცნეს. ყურადღება
გამახვილდა იმ საერთო პრინციპებზე, რაც ორივე ქვეყნის სასწავლო გეგმას ახასიათებს.
გარდა ამისა, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის ექსპერტებმა პედაგოგებს
სამოქალაქო განათლების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები გააცნეს.
ესტონელ საერთაშორისო ექსპერტებს საქართველოს განათლებისა და მენციერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების
დეპარტამენტმა უმასპინძლა. დაწყებითი საფეხურის V-VI კლასების საგნობრივი
სტანდარტების რევიზიის ფარგლებში, დეპარტამენტის
ყველა საგნობრივ ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები წარიმართა ორი მიმართულებით:
1. არსებული საგნობრივი სტანდარტების განხილვა;
2. საკლასო შეფასებები
საგნის სპეციფიკის
გათვალისწინებით.
ესტონელი ექსპერტები საქართველოს
უკვე მეორედ ეწვივნენ. ვიზიტის მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის
პროცესში ესტოპნელი ექსტერტების ხელშეწყობა და ჩართულობა. რევიზიის პროცესს
აქტიურ პარტნიორობას უწევენ გაეროს ბავშვთა ფონდი
(UNICEF) და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესი ამ ეტაპზე დაწყებით საფეხურს მოიცავს. თანამშრომლობა გაგრძელდება საბაზო და საშუალო საფეხურების საგნობრივი სტანდარტების რევიზიის, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ჩარჩოს შემუშავების და ეროვნული სასწავლო გეგმის ელექტრონული ინტერაქტიული პორტალის განვითარების პროცესშიც.