2014 წლის 18 - 21 დეკემბერს თბილისში ჩატარდება WorldSkills
Georgia-ს რიგით მეორე ეროვნული შეჯიბრება ექვს
პროფესიაში: შედუღება, ვებ-დიზაინი, სამზარეულო საქმე, სარესტორნო
სერვისი, ფლორისტიკა და საპარიკმახერო საქმე.
WorldSkills Georgia-ს რიგით მეორე ეროვნულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველებს
24 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად
შეავსონ განაცხადი და დარეგისტრირდნენ WorldSkills Georgia -ს ოფიციალურ
ვებგვერდზე www.worldskills.ge
3 დეკემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით დარგის ექსპერტები შემოსული განაცხადებისა და
მონაწილეობის მსურველ კანდიდატებთან პირადი გასუბრების საფუძველზე შეარჩევენ WorldSkills Georgia -ს რიგით მეორე ეროვნული შეჯიბრების მონაწილეებს.
თითოეულ
პროფესიაში არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე შეირჩევა მაქსიმუმ 8 მონაწილე.
გამონაკლისია ვებდიზაინი - შეირჩევა მაქსიმუმ 18, რადგან ინფრასტრუქტურა
საშუალებას იძლევა ერთდროულად შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღოს 18 მონაწილემ.
WorldSkills
Georgia 2014 - ეროვნულ შეჯიბრებაში გამარჯვებული ექვსი ახალგაზრდა, (თითოეულ პროფესიაში სამი საპრიზო კატეგორიიდან პირველ
ადგილებზე გასულები) მონაწილეობას
მიიღებენ WorldSkills–ის რიგით 43-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც
გაიმართება 2015 წლის აგვისტოში ბრაზილიის
ქალაქ სან-პაულოში.
WorldSkills Georgia არის საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების
პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება.
პროექტი - WorldSkills Georgia - 2012
წელს დაიწყო და განხორციელდა/ხორციელდება გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით და
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერითა
და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით.
2012 წლიდან WorldSkills Georgia, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელით
არის WorldSkills International-ის ასოცირებული წევრი. ეწვიეთ ვებგვერდს www.worlskills.org, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ორგანიზაციის 60-წლიან ისტორიას.
2013 წლის
16-17 თებერვალს WorldSkills Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა პირველი
ეროვნული შეჯიბრება სამ პროფესიაში - სამზარეულო საქმე, ვებდიზაინი,
შედუღება. გამარჯვებულებმა მონაწილეობა
მიიღეს WorldSkills-ის რიგით 42-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც გაიმართა 2013 წლის
ივლისში გერმანიის ქალაქ ლაიფციგში.
საქართველოს
გუნდმა შეძლო ვებდიზაინში ჯილდოს მოპოვება. ქართველი მონაწილე საუკეთესოთა ათეულში
მოხვდა და დაჯილდოვდა წარმატების მედლით - MEDALION
OF EXCELLENCE და მედლით - BEST OF
NATION. ეწვიეთ WorldSkills Georgia-ს ოფიციალურ ვებგვერდს www.worldskills.ge
Worldskills Georgia 2014 ეროვნული შეჯიბრის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს რადიო აფხაზეთის ხმა და ტელეკომპანია რუსთავი 2 - „დილა მშვიდობისა საქართველო“.
მხარდამჭერები: სილამაზის სალონების ქსელი „ნატალი“ და „ნატალი აკადემია“, წყლის და გაზის ტექნოლოგიების კომპანია-GEOTURAN, “გარდენია”, ITDC, TK group და საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“.