საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეს სრულად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა და მოსაწვლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. სასწავლო კორპუსი, რომელიც წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო სრულიად განახლდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. სკოლა ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
ახალი სასწავლო წლისათვის სამეგრელოს რეგიონში 64 საჯარო სკოლას ჩაუტარდა საფუძვლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. რიგ სკოლებში წლის ბოლომდე გაგრძელდება გათბობის სისტემების მოწესრიგება, სპორტული მოედნების, ექიმის კაბინეტების, სასკოლო ლაბორატორიების მოწყობა. ეს ისეთი სამუშაოებია, რომელიც სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის.