წარჩინებული სწავლისთვის ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 84 მეათეკლასელ მოსწავლეს საჩუქარად პერსონალური კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა გადასცეს. ყოველწლიურად, მოსწავლეები, რომლებიც საბაზო საფეხურს წარჩინებით ამთავრებენ, სახელმწიფოსაგან წამახალისებელ საჩუქარს იღებენ. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ყველა ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოზარდი იქნება სათანადოდ დაფასებული.
ამავე დღეს, მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები პედაგოგებსა და დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სამინისტროს წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდის სიახლეებზე ისაუბრეს და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემასთან, გაზრდილ ხელფასებთან, ინფრასტრუქტურულ საკითხებთან და სხვა, მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით.