დღეს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში პროექტის „კინო სკოლაში“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. გამარჯვებული 10 საუკეთესო კინოსკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრმა თამარ სანიკიძემ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დააჯილდოვეს. სპეციალური სერთიფიკატები პროექტში მონაწილე სკოლებსაც გადაეცათ. ღონიძიებაზე კინოსკოლელების მიერ გადაღებული სასწავლო ფილმებისა და ქართველი პროფესიონალი რეჟისორების დათა ფირცხალავასა და ტატო კოტეტიშილის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ კინოჩვენებებისა და დისკუსიების გარდა, პროექტის ფარგლებში კინოსკოლელების მიერ 150 კინოპოსტერიც შეიქმნა.
ღონისძიებას 2000-მდე კინოსკოლელი და პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები ესწრებოდნენ, რომლებიც პროექტში ოქტომბრის თვიდან ჩაერთვებიან. მნიშვნელოვანია, რომ „კინო სკოლაში“ დანაშაულის პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობს.
„კინო სკოლაში“ ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დამხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი „კინო სკოლაში“ 2014 წელს დაიწყო და თავდაპირველად საქართველოს 5 რეგიონის 40 სკოლა მოიცვა. ამჟამინდელი მონაცემებით, პროექტში ჩართულია საქართველოს ყველა რეგიონი, 207 სკოლა, 120 სოფელი, მათ შორის საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლები. ისეთები როგორებიცაა: შუაფხო, ღები, განმუხური, კოკი, რუხი, პანკისის ხეობა, ერგნეთი, კნოლევი.
„კინო სკოლაში“ ახალ სეზონს 2016 წლის მარტის თვეში დაიწყებს.