ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და მათი პედაგოგები შვეიცარიაში ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრში (CERN) იქ მოღვაწე შემდეგ ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ:
მეცნიერებმა მოსწავლეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, ისაუბრეს იმაზე თუ, როგორ მოხვდნენ ცერნში და რას საქმიანობენ ამჟამად. საქართველოდან ჩასულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პასუხი მიეღოთ ყველა მათთვის საინტერესო კითხვზე.
„ცერნის“ დათვალიერებისა და მეცნიერებთან შეხვედრის შემდეგ მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ „ცერნში“ გატარებული დღეები იყო მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, აქ მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ უნიკალურ ექსპერიმენტებზე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიღწეულ წარმატებებზე, უდიდეს პერსპექტივებსა და საინტერესო პროექტებზე. ისინი თვლიან, რომ ეს გამოცდილება მათ პროფესიის არჩევაშიც დაეხმარებათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის მიზანი სწორედ მოსწავლეების დაინტერესება, მათი სტიმულირება და წახალისებაა. ეს არის პროექტი, რომელიც წარმატებული ქვეყნებისა და ადამიანების მაგალითზე, მოსწავლეების ინფორმირებულობას ზრდის და ეხმარება მათ კარიერის შემდგომ დაგეგმვაში.