კონკურსის მიზანი იყო იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების გამოვლენა/განვითარება. კონკურსში საჯარო და კერძო სკოლის I-XII კლასის მოსწავლეები ორი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით მონაწილეობდნენ - I-VI და VII-XII კლასები. მოსწავლეებს უნდა წარმოადგინათ მათ მიერ შერჩეული გოგებაშვილის ერთ-ერთი ნაწარმოების მიხედვით შესრულებული ილუსტრაცია.
თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში 5-5 გამარჯვებული (თითო-თითო I, II, III ადგილი და ორი IV ადგილი) გამოვლინდა, რომლებიც დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ: I ადგილზე გასული ილუსტრაციის ავტორი დაჯილდოვდა დიპლომით და 200 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათით, II ადგილზე გასული- დიპლომით და 150 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათით, III ადგილზე გასული- დიპლომით და 100 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათით, IV ადგილზე გასულები-დიპლომით და 50-50 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათით. გარდა ამისა, კომისიამ შეარჩია საუკეთესო ილუსტრაციები, რომლებიც დაჯილდოების ცერემონიალზე საჯაროდ გამოიფინა, ხოლო მათ ავტორებს სიგელები გადაეცათ.