ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში, ქართველი მეცნიერებისთვის და პროგრამის ეროვნული საკონტაქტო პირებისათვის (NCP) სასტუმრო ,,Holiday Inn Tbilisi"-ში საინფორმაციო დღე და სემინარი გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი, თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ვინსენტ რეი, სოციალური ინოვაციების ცენტრის (ZSI) სამეცნიერო დირექტორი, დოქტორ კლაუს შუხი და სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
სემინარის მიზანს საქართველოს მეცნიერთათვის პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით. გამოცდილების გაზიარების მიზნით, ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ევროკომისიიდან და განიხილეს შემდეგი საკითხები:
ხაზგასასმელია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა კარლოს მოედაშმა ერთი თვის წინ ხელი მოაწერეს ,,ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამაში ,,ჰორიზონტი 2020“ საქართველოს ასოცირების შეთანხმებას“. შესაბამისად, ევროპელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას, ქართველი მეცნიერებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.