ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მიზანია ქვეყანაში ზოგადი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესება.
ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის საქმიანობა ძირითადად მოიცავს ზოგადი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში ხელშეწყობას, მისი განხორციელების კოორდინაციას და ანგარიშგებას; ზოგადი განათლების მართვის სფეროში ეროვნული და რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაციას; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელებას; სასკოლო ინიციატივებთან დაკავშირებული, პროგრამების შემუშავებას, განხორციელებას; მონიტორინგისა და შეფასების განხორციელებას ზოგადი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაციას; საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან ინფორმაციის და რეკომენდაციების მიღება/დამუშავებასა და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას; სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიის გრიფის მინიჭებისა და სასწავლო რესურსების შეფასების პროცესის ადმინისტრირებას; გრიფირებული, აგრეთვე, სამინისტროსთან შეთანხმებული, სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ მონაცემთა რეესტრის წარმოებას.
ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი აერთიანებს სამ სამმართველოს:
თითოეულ სამმართველოს გააჩნია საკუთარი საქმიანობის სფერო, პრიორიტეტები, ფუნქციები და კომპეტენციები, რომელიც ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მიზნების მიღწევას ემსახურება.