გაზეთი: ”მთელი კვირა” 15 მარტი 2010 წელი
სათაური: ”დიმიტრი შაშკინი: ”სკოლა ციხე არ არის” - გაზეთი: ”მთელი კვირა”
ქვესათაური: ”ვისაც სწავლა უნდა ატესტატს აიღებს ვისაც არა - სერტიფიკატს”
ეთერ ბალაძე
დიმიტრი შაშკინი განათლების მინისტრის პოსტზე ახალი რეფორმებით მოგვევლინა. მოსწავლეები, რომლებიც სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში მოისურვებენ, ასეთებმა 9 გამოცდა უნდა ჩააბარონ ანუ მინიმალური კონპეტენციის ზღვარი დაადასტურონ, რომელიც მინისტრის თქმით, ზღვარი თანდათან გაიზრდება. `მთელ კვირასთან~ საუბარში შაშკინი სკოლების უსაფრთხოების მიზნით მანდატურების ინსტიტუტის შემოღებზე საუბრობს და ოცნებობს იმდენ ისეთ დაფინანსებაზე, რომ ყველა სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაეხმაროს.
”მთელი კვირა”: საკმაოდ რთულ დროს დაინიშნეთ განათლების მინისტრად, განათლების სისტემაში არც ისე სახარბიელო სიტუაცია დაგხვდათ, რის შეცვლა შეძელით და რა ცვლილებებს გეგმავთ მომავალში?
დიმიტრი შაშკინი: უკვე სამი თვეა განათლების მინისტრი ვარ. როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ჩვენ წარმატებით დავამთავრეთ განათლების რეფორმის პირველი ეტაპი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლების სისტემაში კორუფცია აღარ არსებობს. თუ აბიტურიენტები ადრე უმაღლეს სასწავლებლებში ბიძაშვილ-მამიდაშვილების დახმარებით ან ფულით ირიცხებოდნენ, დღეს ახალგაზრდები საკუთარი ნიჭითა და შესაძლებლობებით ხვდებიან. მოწესრიგდა ასევე სკოლების დაფინანსება. მოგვარებულია გათბობისა და ზოგადად, კომუნალური საკითხები, მაშინ, როდესაც 2003 წლამდე ბავშვები გაკვეთილზე ქურთუკებით ისხდნენ.
სწორედ აღნიშნული პრობლემის მოგვარების შემდეგ გადავედით რეფორმის მეორე ეტეპზე, რაც ასევე დროსთანაა დაკავშირებული. დაახლოებით ერთ კვირაში განათლების სამინისტრო ოთხწლიან პროგრამას წარმოადგენს. გვინდა ფართო საზოგადოებამ იცოდეს თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლებში.
”მ.კ.”: რას გულისხმობს ოთხწლიანი რეფორმა სკოლებში?
დ.შ. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ზუსტ კონცეფციას თუ როგორი იქნება სკოლა, პროფსასწავლებლები და უმაღლესი სასწავლებლები. 2015 წლამდე ყველა სკოლა ავტორიზაციას გაივლის ანუ სახელმწიფოსა და სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდება და ეს იქნება ხუთწლიანი გეგმა თუ რა პრობლემები უნდა მოგვარდეს ამ 5 წლის განმავლობაში. ეს გულისხმობს სკოლის ინფრასტრუქტურის მოწყობას, პირობითად რომ ვთქვათ, ყველა სკოლას ექნება ან სპორტული დარბაზი, ან სპორტული მოედანი, რაც ზოგიერთ სკოლას უკვე აქვს. სკოლები ამ საკითხს თავის ხარჯებით ვერ გასწვდებიან. ამიტომ, ხუთი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის საკითხის მოგვარების ვალდებულებას სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს.
”მ.კ.”:რა ცვლილებები იგეგმება სასწავლო პროცესში?
დ.შ. 2010 წლის სექტემბერში ეროვნული სასწავლო გეგმა ყველასთვის ცნობილი გახდება. ახალი გეგმა ძალაში 2011 წელს შევა და ეს იმიტომ, რომ ამ ხნის განმავლობაში სასკოლო სახელმძღვანელოებიც მზად იყოს. მაგალითად, ამჟამინდელ სასწავლო გეგმაში არ არის მითითებული ამა თუ იმ კლასში კონკრეტული მწერლის რომელი ნაწარმოებები უნდა ისწავლებოდეს. სწორედ ესაა მიზეზი რომ სხვადასხვა სკოლებში განსხვავებული სასწავლო პროგრამებია ანუ მასწავლებელს არა აქვს განსაზღვრული ილია ჭავჭავაძის რომელი ნაწარმოები უნდა ასწავლოს, რადგან სასწავლო გეგმაში არ წერია. ამიტომაა, რომ საგარეჯოს სკოლაში შეიძლება მასწავლებელმა ერთი პროგრამა აირჩიოს, თბილისში მეორე, ქუთაისში მესამე. როცა ბავშვი სხვა სკოლაში გადადის, ამიტომაა, რომ მას სხვა სასწავლო პროგრამა ხვდება ანუ სასწავლო გეგმაში არასტაბილურობაა და ამას ძალიან ბევრი მშობელი გვსაყვედურობს. აქედან გამომდინარე, ახალ სასწავლო გეგმაში უკლებლივ ყველა, მათ შორის კერძო სკოლებისთვის 60%-იან აუცილებლი კომპონენტი განისაზღვრება, რითაც სტაბილურობა გარანტირებული განისაზღვრება. დანარჩენ 40%-ში მასწავლებელი თავისუფალი იქნება.
”მ.კ.”:რა ცვლილებებია მოსალოდნელი ეროვნულ გამოცდებზე?
დ.შ. აქამდე თუ აბარებდნენ ზოგად უნარებს ქართულ ენასა და ლიტერატურას და უცხო ენას, 2010 წელს ბავშვები ჩააბარებენ უნარ-ჩვევებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენასა და დამატებით - ერთ-ერთ საგანს რაც არჩევითი იქნება. შეიცვლება დამოკიდებულება სტუდენტურ გრანტთან დაკავშირებითაც. თუ ადრე სტუდენტს გრანტი ზოგადი უნარების ნიშნის მიხედვით ენიშნებოდა, გრანტის მოსაპოვებლად განმსაზღვრელი ყველა საგანი იქნება.
2011 წელს თუ ბავშვს მოუნდება უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება, მას მოუწევს ატესტატის მისაღებად 9 სავალდებულო საგანში მინიმალური კომპეტენციაის დაადასტურება. მოსწავლეეები მინიმალურ კომპეტენციას დაადასტურებენ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიასი, გეოგრაფიაში, ისტორიასა და მათემატიკაში. Pპარალელურად ჩააბარებენ 4 მისაღებ გამოცდას. სხვათა შორის, ატესტატის მინიმალური კონპეტენციის ზღვარი სპეციალურად დავწიეთ ქვევით. პირობითად, მათემატიკაში იქნება ასეთი შეკითხვა 80-ის 5% რამდენია. მოსწავლერომელიც სკოლას ამთავრებს ეს უნდა იცოდეს. იგივე გეოგრაფიაში, რუკაზე გერმანიასა და საფრანგეთს სახელწოდება რომ შეუცვალონ, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ეს არასწორია. ერთი სიტყვით, ელემენტარული შეკითხვებია. თუმცა, დროთა განმავლობაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აიწევს, მაგრამ 2011 წელს რამდენი იქნება მინიმუმი, აპრილში პრეტესტი ჩატარდება და ამის მიხედვით განისაზღვრება.
რაც შეეხება ბავშვებს, რომლთაც ატესტატის აღება არ სურთ, ასეთები მიიღებენ სკოლის დამთავრების შესახებ სერთიფიკატს, რომლის საშუალებითაც სწავლის გაგრძელების საშუალება ექნებათ პროფსასწავლებელში, ქომუნითი-კოლეჯში, ანდა შეუძლია მუშაობა დაიწყონ.
”მ.კ.”: სკოლებში მანდატურის შემოღება, ანუ პოლიციის ზედამხედველობის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ზოგიერთი მშობლის მხრიდან, რა შეიცვლება სკოლებში მანდატურების გამოჩენით?
დ.შ. მანდატურის ინსტიტუტის შემოღება უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი კომპონენტია. ეს გულისხმობს, რომ სასწავლო პროცესის დროს სკოლაში იქნება სპეციალურად მომზადებული 3 ადამიანი (2 კაცი და ერთი ქალი) და მათი ამოცანა იქნება არა ვინმეს დასჯა, არამედ დანაშაულის პრევენცია. მანდატურები სკოლაში მოსწავლეთა ყოფაქცევას გააკონტროლებენ რათა არ მოხდეს დანაშაულის შემზარავი ისეთი ფაქტები, რაც ბევრჯერ გვინახავს. დეკემბერ-იანვარში, როდესაც შეხვედრები მქონდა მშობლებთან, მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო გარანტია იმისა, რომ მათი შვილები სკოლაში უსაფრთხო გარემოში ისწავლონ. Aარ არის ისეთი მშობელი, რომელსაც უსაფრთხო სკოლა არ უნდა.
”მ.კ.”: სასწავლო პროცესში მოსწავლეებს არ ექნებათ საშუალება, რომ თვითნებურად დატოვონ სკოლა?
დ.შ: რატომ არ ექნებათ? სკოლა ციხე არ არის, ბავშვები თავისუფალი ადამიანები არიან და სკოლა არ არის სასჯელი. საქართველო იუნესკოს ვიცე პრეზიდენტი ქვეყანაა გახდა, რაც ნიშნავს რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ განათლება ხელმისაწვდომი იყოს. მოსწავლეებს ვერავინ შეუზღუდავს სკოლიდან გასვლას. ის აბსოლუტურად თავისუფალი ადამინია, რომელსაც აქვს გადაადგილების უფლება ანუ მანდატურის ამოცანაა კონკრეტული გადაცდომის პრევენცია.
სურვილის შემთხვევაში, განათლების სამინისტრო მშობლებს ვთავაზობთ ასეთ რამეს. მოსწავლეებს ექნებათ ბარათი, რომლითაც დაფიქსირდება მისი შვილის სკოლაში შესვლისა და გასვლის დრო, რასაც ტექსტური შეტყობინებით ტელეფონზე მიიღებს. რა თქმა უნდა სკოლა არ იცილებს პასუხისმგებლობას მოსწავლეების მიმართ, მაგრამ მოსწავლეებს ვერაფერს აიძულებს რეპრესიული მექანიზმებით. სკოლასთან ერთად მშობლებიც ვალდებული არიან სახლიდან სკოლაში წასული შვილები აკონტროლონ.
თუმცა, თუ მოსწავლე დადგენილ ლიმიტზე მეტს ანუ უმიზეზოდ გააცდენს სკოლას, მას ტრიმესტრული ნიშნის 20% ავტომატურად დააკლდება. საერთოდ, რეფორმების მთავრი ამოცანაა ბავშვმა იაროს სკოლაში და მიიღოს ზოგადი განათლება.
”მ.კ.”: რევოლუციის შემდეგ ბევრი სკოლა გააერთიანდა, რა მდგომარეობაა დღეს და რა კეთდება სკოლების რეაბილიტაციისათვის?
დ.შ. დღეს დაახლოებით 2200 საჯარო სკოლაა. გადავწყვიტეთ, რომ სკოლის ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადავეცით, რათა ადგილზე მოხდეს სკოლების პრობლემების მოგვარება. ეს იმიტომ, რომ მათ უკეთ იციან პრობლებები, ამასთან დაინტერესებულები არიან, რომ მის რაიონის სკოლა ყველაზე საუკეთესო იყოს.
”მ.კ.”: გასულ წელს განათლების სამინისტრომ სტუდენტთა სოციალური პროგრამა განახორციელა, რომელიც ფაქტობრივად, როგორც მშობლები ამბობენ, დისკრიმინაციული აღმოჩნდა, რადგან ამ პროგრამის მიხედვით არ დააფინანსეს ის სტუდენტები, რომლებიც მართლაც სიღარიბის ზღვარს მიღმა იყვნენ და მაღალმთიანი რაიონებიდან, რომელიც ამ პროგრამის მიხედვით იყო დადგენილი, რატომ მოხდა ასე?
დ.შ. არსებობს პროგრამები, რომელიც სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლადაა განკუთვნილი. საკითხი ძალიან რთულია. სამინისტრომ განსაზღვრული რაოდენობის თანხა ყველაზე შეჭირვებული ოჯახის სტუდენტებისატვის გამოყო. ჩემი ოცნებაა, რომ ყველა გაჭირვებულ სტუდენტს დავეხმაროთ, მაგრამ ამდენი თანხა ბიუჯეტში არ არის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს იმ ბიუჯეტით, რომელიც პარლამენტის მიერაა დამტკიცებული. ამიტომ, ჩვენ სამართლიანობის პრინციპს ვიცავთ და ყველაზე შეჭირვებულ სტუდენტებს ვეხმარებით.