„მეცნიერების პოპულარიზაციის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების №591 (27.07.2016) საფუძველზე, მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალში მონაწილე სუბიექტების ღონისძიებათა თანადასაფინანსებისთვის შერჩევის მიზნით გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროექტების (სამეცნიერო ღონისძიებების) წარდგენის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 12 აგვისტოდან 16 აგვისტოს 18:00 საათამდე;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენილი პროექტი (სამეცნიერო ღონისძიება) უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
. პროექტის მიზნები, ამოცანები და მოსალოდნელი შედეგები;
. სამიზნე აუდიტორია;
. პროექტის მნიშვნელობა;
. პროექტის შესაბამისობა მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის კონცეფციასთან;
. პროექტის ხელმძღვანელი და საკონტაქტო ინფორმაცია;
. პროექტის ხარჯთაღრიცხვა.