საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2005 წლიდან მოქმედებს სასწავლო-სამაგისტრო პროგრამა, რომლის მიზანია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში საქართველოს მოქალაქეების სწავლების დაფინანსება.
ვის შეუძლია სასწავლო-სამაგისტრო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მიღება?
გრანტის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომლის ასაკი არ აღემატება 40 წელს და რომელიც მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ჩაირიცხა უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
გრანტის მისაღებად აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელ უნივერსიტეტშია ჩარიცხული აპლიკანტი?გრანტს მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც ჩარიცხულია წინასწარ შერჩეული და გამოქვეყნებული რეიტინგული უცხოური უნივერსიტეტების პრიორიტეტულ ფაკულტეტებზე.
სად მოვიძიო შერჩეული უნივერსიტეტების ჩამონათვალი?უნივერსიტეტების ჩამონათვალი, სადაც მითითებულია კონკრეტული სპეციალობები და დეპარტამენტები, შეგიძლიათ, იხილოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.mes.gov.ge
სასწავლო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, რა ნიშნით ხდება პრიორიტეტული უნივერსიტეტების სიის შერჩევა?პრიორიტეტული უნივერსიტეტების ნუსხის შედგენისას, ძირითადად, ვხელძღვანელობთ ყოველწლიური საერთაშორისო რეიტინგებით (US News and World Report, The Times, The Finacial Times). ასევე, გარკვეულ შემთხვევებში, ვითვალისწინებთ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გამოცდილებასაც.
როგორ ჩავირიცხო უნივერსიტეტში?უნივერსიტეტში მიღების პროცედურებს კანდიდატი დამოუკიდებლად გადის. თქვენ თავად უნდა შეარჩიოთ უმაღლესი სასწავლებელი მითითებული პრიორიტეტული უნივერსიტეტების სიიდან, შეავსოთ უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმა და დააკმაყოფილოთ თქვენ მიერ შერჩეული უნივერსიტეტის მოთხოვნები.
შეუძლია თუ არა კანდიდატს უნივერსიტეტთან იურთიერთოს სამინისტროს სახელით?კანდიდატმა უნივერსიტეტთან უნდა იურთიერთოს ინდივიდუალურად, სამინისტროსგან დამოუკიდებლად, რადგან სამინისტრო არ ერევა და არ განსაზღვრავს უნივერსიტეტისა და სტუდენტის ურთიერთობას. იგი უფლებამოსილია მხოლოდ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში დააფინანსოს კანდიდატი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
განსაზღვრავს თუ არა სამინისტრო მის მიერ შერჩეულ უნივერსიტეტებში გასავლელ პროცედურებს და მოთხოვნებს?სამინისტრო არ განსაზღვრავს მის მიერ შერჩეულ უნივერსიტეტებში გასავლელი პროცედურებსა და მოთხოვნებს. ყველა უნივერსიტეტი ჩვენგან დამოუკიდებლად ადგენს თავის მოთხოვნებს, რასაც შეგიძლიათ, გაეცნოთ თავად უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.
რა დროს მოიცავს უნივერსიტეტში საბუთების განხილვა?უცხოეთის უნივერსიტეტში მისაღები საბუთების განხილვა, დაახლოებით, 3 თვეს საჭიროებს. თუმცა, უმჯობესია, თუ ამის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას თქვენ მიერ შერჩეული უნივერსიტეტის ვებგვერდზე მოიძიებთ. ყველა უნივერსიტეტი ვადებს დამოუკიდებლად ადგენს.
როგორ მოვიქცე უნივერსიტეტიდან მიღებული დასტურის შემდეგ? სად შევიტანო საბუთები დაფინანსების მისაღებად?უნივერსიტეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილის მიღების შემდეგ, თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე (www.mes.gov.ge) არსებულ ელექტრონულ სისტემაში. 2009 წლიდან საბუთების მიღება წარმოებს მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
რა ინფორმაციაა საჭირო სააპლიკაციო ფორმის შესავსებად?
აპლიკაციის ელექტრონულ ფორმაში შესატანი ინფორმაციის ნუსხა:
რა ეტაპებია კონკურსში გასავლელი?
კონკურსის ეტაპებია:
აქვს თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდის შევავსებ სააპლიკაციო ფორმის ელექტრონულ ვერსიას?
შეგიძლიათ სააპლიკაციო ფორმა ადრეულ ეტაპზევე შეავსოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საბოლოო ელექტრონული ვერსიის მოწოდებას მხოლოდ მას შემდეგ აქვს აზრი, რაც უნივერსიტეტიდან ჩარიცხვის დამადასტურებელ წერილს მიიღებთ.გასაუბრებაზე რა კრიტერიუმებით ახდენს საკონკურსო კომისია შეფასებას?
გასაუბრებაზე ფასდება აპლიკანტის ლიდერობის პოტენციალი, მოტივაცია, სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული დანახარჯების ოდენობა, სამუშაო გამოცდილება, მიღებული განათლება.
კონკურსში მონაწილე რომელ კანდიდატს ენიჭება უპირატესობა?
სასწავლო-სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში გრანტის გაცემისას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებიც საჯარო მოხელეები და/ან საქართველოს რეზიდენტები არიან.
რამდენი აპლიკანტი ფინანსდება სასწავლო - სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად?
2005 წელს ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მიიღო 33 კანდიდატმა. 2009 წელს დაფინანსებულთა რაოდენობამ უკვე 121-ს მიაღწია. დაფინანსებულ კანდიდატთა რაოდენობა დამოკიდებულია იმ ბიუჯეტზე, რომელსაც სახელწიფო ყოველწლიურად გამოყოფს.
აპლიკანტის ხარჯები სრულად იფარება თუ მხოლოდ ნაწილობრივ?
გადაწყვეტილება დაფინანსების რაოდენობის შესახებ მიიღება აპლიკანტის საჭიროებებისა და პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის გათვალისწინებით.
ანაზღაურებს თუ არა ეს პროგრამა TOEFL-ის გამოცდის საფასურს?
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ ანაზღაურებს TOEFL-ის გამოცდის საფასურს. გამოცდის საფასურს იხდის თავად კანდიდატი.
ვინ იღებს გრანტის მინიჭებასა და მის რაოდენობაზე გადაწყვეტილებას?
საკონკურსო კომისია.
რა ვადაში ხდება გრანტის დამტკიცება?
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების შემდეგ, გრანტის გამოყოფისა და მისი ოდენობის შესახებ აპლიკანტს ინფორმაცია მიეწოდება ადგილზევე, ან არა უგვიანეს 1 კვირის ვადაში.
აქვს თუ არა ერთსა და იმავე კანდიდატს რამდენჯერმე მოითხოვოს დაფინანსება?
ერთსა და იმავე კანდიდატს არ აქვს უფლება რამდენჯერმე მოითხოვოს დაფინანსება. სასწავლო - სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე კანდიდატი ფინანსდება მხოლოდ ერთხელ.
აუცილებელია თუ არა, რომ გასაუბრების დროს კონკურსში მონაწილე აპლიკანტი საქართველოში იმყოფებოდეს?
აუცილებელია, რომ გასაუბრების დროს კონკურსში მონაწილე აპლიკანტი საქართველოში იმყოფებოდეს. კომისიის წევრებთან სატელეფონო გაესაუბრება აღარ მოხდება.
როდის შეუძლია გრანტის მფლობელს, მიიღოს გრანტი?
გრანტის მიღება შესაძლებელი იქნება გრანტის მიმღებსა და გრანტის გამცემს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
სად ერიცხება სტიპენდიანტს მინიჭებული გრანტი: პირად ანგარიშზე თუ პირდაპირ უნივერსიტეტის ანგარიშზე?
წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე, სწავლის თანხა უშუალოდ უნივერსიტეტის ანგარიშზე ირიცხება, ხოლო საყოფაცხოვრებო ხარჯების დასაფარად საჭირო თანხა გრანტის მიმღებს კვარტალურად ერიცხება მის მიერ მითითებულ ანგარიშზე. ანგარიში შეიძლება გახსნილი იყოს, როგორც საქართველოში მოქმედ ბანკში, ასევე _ უცხოეთში. გადარიცხვა ხორციელდება მიმდინარე დღის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
უზრუნველყოფს თუ არა სამინისტრო გრანტის მიმღებთა დასაქმებას სწავლის დასრულების შემდეგ?
სამინისტრო გრანტის მიმღებთა დასაქმებაზე პასუხისმგებლობას არ კისრულობს. თუმცა, სხვა უწყებებიდან შესაბამისი მომართვის შემთხვევაში, სამინისტრო დამსაქმებელსა და კურსდამთავრებულებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
გასცემს თუ არა სამინისტრო რამე სახის რეკომენდაციას სასწავლებლად წასვლის მსურველ ან მის მიერ დაფინანსებულ კანდიდატებზე?
სამინისტრო არ გასცემს არანაირი სახის რეკომენდაციას სასწავლებლად წასვლის მსურველ ან მის მიერ უკვე დაფინანსებულ კანდიდატებზე.