სათაური: ”სკოლებში მანდატურები შევლენ”
ქვესათაური: ”მოხალისე მასწავლებლები ჩვენი მოქალაქეების ოჯახებში იცხოვრებენ”
ავტორი - იზო რიკაძე
განათლებსა და მეცნიერების სამინისტრო რეფორმების მეორე ტალღისთვის ემზადება. თუ ნოდია და გვარამია ლომაისადროინდელი მემკვიდრეობისაგან გათვისუფლებას (ავეჯიც და რემონტიც კი პოსტრევოლუციური განათლების პირველი მინისტრის დროინდელი ჰქონდათ) არც ცდილობდნენ, დიმიტრი შაშკინს, ჩანს, ბევრი რამის შეცვლა უნდა. სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან:
- ისეთი შთაბებჭდილება მრჩება, რომ ბევრი რამის შეცვლას აპირებთ.
- რა თქმა უნდა, ბევრ რამეს შევცვლით. სამინისტრომ ორწლიანი სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა, მუშავდება ასევე ხუთწლიანი გეგმაც. გვინდა სრატეგიული გეგმა პარლამენტმა და საზოგადოებრივმა დარბაზმა განხილოს.
- პრესაში წავიკითხე, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადასვლის შემდეგ წონაში მკვეთრად დაიკელით. განათლების სისტემას სჯელაღსრულებაზე მეტად რთულია?
- განათლების სისტემა გაცილებით დიდია და დრო გვჭირდება ამ ყველაფრის მოსაგვარებლდ. სკოლაში 600 ათასზე მეტი ბავშვი სწავლობს, დაახლოებით 2400 სკოლა, 80 ათასი მასწავლებელი და 30 ათასი ადმინისტრაციული პერსონალია. ასევე გვაქვს 65 აკრდიტებული და 100 ლიცენზორებული უნივერსიტეტი. 42 სახელმწიფო სპესცსაცწავლებელი, სადაც ყოველწლიურად ათასამდე ადამიანი სწავლობს. ეს სტატისტიკა კარგად წარმოაჩენს რა სირთულესთან გავქვს საქმე.
- როდესაც კანადიდან 1000 მოხალისე ინგლისურის მასწავლებლის ჩამოსვლის თაობაზე გავრცელდა ინფორაცია, სოციალურ ქსელებში ამას შეფასება მოჰყვა, _ ეს სიახლე ქართველ მასწავლებლებს უმუშევრად დატოვებით ემუქრებათო. რამდენად ახლოსაა ეს შეფასება რეალობასთან?
_ მოხალისე მასწავლებლების პროგრამა წარმატებით მუშაობს ჩეხეთში, ჩილეში, იაპონიაში. ეს პროგრამა აქამდეც ჰქონდა ”მშვიდობის კორპუსს”, მაგრამ მას პედაგოგების ჩამოყვანის შეზღდული ლიმიტი აქვს. ამიტომაც დავიწყეთ ახალი პოგრამა. მოხალისე მასწავლებელი კლასში ქართველ მასწავლებელთან ერთად შევა. ამის შედეგად პედაგოგიც გამოცდილებას შეიძენს და ბავშვიც ცოდნას მიიღებს იმ მასწავლებლისაგან, რომლისთვისაც ესა თუ ის ენა მშობლიურია. განათლება არ არის ელიტარული პრივილეგია, ის ყველას ეკუთვნის.
მოხალისე მასწავლებლები ხელფას არ აიღებენ. ეს ხალხი აქ იდეისათვის ჩამოდის. თუმცა, ჩვენი საერთაშორისო პატრნიორების დახმარებით, ისინი ყოველდღიურ სამივლინებო თანხას მიიღებენ.
კანადაში ბევრი პენსიონერი მასწავლებელია, რომელსთაც აქვთ ენერგია და უნდათ ცოდნა სხვებსაც გადასცენ. ასევე ჩამოვლენ ენათა ინსტიტუტის უძლირესი დოქტორანტები და მაგისტრები, რომლებსაც ენების სწავლების განსაკუთრებლი მეთოდოლოგია აქვთ.
- უსაფრთხო სკოლა ისევ პრობლემად რჩება, მოსწავლეებს სკოლაში ცივი იარაღი დააქვთ. მშობელი სკოლაში რომ უშვებს შვილს, არ არის დარწმუნებული, რომ ბავშვი საღ-სალამათი დაბრუნდება.
- სკოლაში წესრიგი აუცილებლად დამყარდება, ბევრი რამ კეთდება იმისათვის, რომ სკოლა უსაფრთხო იყოს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროკურატურასთან ერთად ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომელიც არასრულწლოვანებში დანაშაულის პრევენციას ითვალისწინებს. იურისტები მოსწავლეებს ლექიცებს უტარდებენ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე.
იმისათვის რომ სკოლაში აღარ იყოს ე. წ. ”ფულის შეწერა”, ვაპირებთ ბარათების შემოღებას, რომელსაც ბანკები უსასყიდლოდ გადასცემენ მოსწავლეებს. მშობელი შვილს ბარათზე ჩაურიცხავს თანხას, ამის გაკეთება მას მობილური ტელეფონითაც შეეძლება. როდესაც მშობელი შვილს ფულს აძლევს, დაზღვეული არ არის, რომ მისი შვილი სიგარეტს, ნარკოტიკს ან ალოჰოლურ სასმელს არ იყიდის. ბარათების სისტემა კი ამ პრობლემას აუცილებლად მოაგვარებს. იგეგმება კიდევ ერთი სიახლეც: თუ მშობელს სურვილი ექნება, როდესაც მისი შვილი სკოლაში შევა და სპეციალურ აპარატში თავის ბარათს გაატარებს, მშობელს ტელეფონზე ტექსტური შეტყობინება მიუვა, რომ ბავშვი სკოლაში შევიდა. მშობელი სვილის სკოლიდან გამოსვლისასაც მიიღებს შეტყობინებას, რომ ბავშვმა სკოლა დატოვა.
15 აპრილიდან 10 სკოლაში მანდატურებიც შევლენ - ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი.
- იქნებ დააკონკრეტოთ, მანდატური პოლიციელია?
_ მანდატურები, რომლებიც 10 საპილოტე სკოლაში უნდა შევიდნენ, ამერიკული პროგრამის ფარგლებში ამჟამად სპეციალურ კურსს გადიან. მანდატურებს არ აქვთ უფლება, ვინმე დასაჯონ. ისინი ექვემდებარებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მათ სპეციალური ფორმა და რაცია ექნებათ. მანდატურის ამოცანაა სკოლებში კონფლიქტისა და წესრიგის დარღვევის პრევენცია. სკოლაში მათ გამოუყოფენ ოთახს, სადაც კომპიუტერი დაიდგმება და მასზე სკოლის შიდა კამერები იქნება შეერთებული. მანდატურის მოვალეობაა, შეაფასოს კონფლიქტური სიტუაცია. კონკრეტულ შემთხვევაში, შუძლიათ საქმის კურსში ჩააყენონ დირექტორი და რეაგირება მოსთხოვონ, ხოლო თუ მანდატური მიიჩნევს, რომ დირექტორმა ამა თუ იმ ფაქტს წაუყრუა, შეუძლია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართოს. თუ სიტუაცია მშობლის ჩარევას საჭიროებს, მანდატურები დაუკავშირდებიან და ზომების მიღებას მოსთხოვენ. სიტუაციის რეალურად დაძაბვის შემთვევაში მანდატურს აქვს უფლება პატრულს გამოუძახოს.
მანდატური კანონით დაცული იქნება და არავის ვურჩევდი, მათ შეურაცხყოფა მიაყენონ. აღდგება სკოლიდან გარიცხვის პროცედურაც.
იყო შემთქვევა როდესაც მე-12 კლასელებმა პირველკლასელი მოსწავლე ტუალეტში დაიჭირეს, ხელში ლურსმანი დააჭედეს და მიატოვეს. ეს 21-ე საუკუნეში თბილისში მოხდა. დღესაც ფეხები აქვს მომტვრეული ბავშვს, რომელიც მე-11 კლასელებმა ჰაერში აგდეს და ხელი აღარ შეაშველეს. იყო ასევე სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღის შეტანის ფაქტიც. ერთი კვირის წინ პატრულმა სკოლიდან გასვლისას დააკავ მე-12 კლასელი, რომელსაც ჯიბეში ცეცხლსასროლი იარაღი ედო. საბედნიეროდ, მოსწავლე მანამდე დააკვეს, ვიდრე იარაღს გამოიყენებდა.
- დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ძალიან ღელავენ 10 გამოცდის გამო. ბევრი კითხულობს გამოსაშვები და უმაღლესში მისაღები გამოცდები ერთად ჩატარდება თუ ცალ-ცალკე?
- ამ საკითხზე სკოლებს უკვე გავუგზავნეთ ახსნა-განმარტებითი ბარათები. ივლისში აბიტურიენტები 4 გამოცდას ჩააბარებენ: უნარ-ჩვევებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში და მეოთხეს ”ბ” დონის ტესტის შევსებისას შვიდი საგნიდან თვითონ აირჩევენ. მიმდინარე წლიდან სტუდენტი გრანტს უნარ ჩვევების მიხედვით აღარ მიიღებს. გრანტი ყველა საგნში მიღებულ შეფასებაზე იქნება დამოკიდებული. უმაღლესი სასწავლებელი თვითონ ანიჭებს ამა თუ იმ საგანს მეტ ან ნაკლებ ქულას და ამის მიხედვით განისაზღვრება გრანტისთვის საჭირო ქულები.
სკოლებში ჩავატარეთ კვლევა და აღმოჩნდა, რომ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები სკოლაში აღარ დადიან. ისინი იმ სამ საგანში ემზადებან, რიმლებიც უმაღლესში მოსახვედრად სჭირდებათ. გამოდის, სკოლა, რომელიც მოსწავლეს ზოგად განათლებას აძლევს, თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ატესტატს მიიღებს ის მოსწავლე, რომელიც 10 ძირითად სავალდებლო საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს.
2011 წლის ივლისში სკოლის გამოსაშვები და უმაღლესში მისაღები გამოცდები საგამოცდო ცენტრებში პარალელურად ჩატარდება. როდესაც მოსწავლე გამოცდაზე აიღებს ტესტს, იქ აღიშნული იქნება ა და ბ ვარიანტები. ა დონის ტესტის შევსება გულისხმობს მინიმალური კომპეტენციის გადალახვას, ხოლო ტესტის ბ დონე აბიტურიენტმა იმ საგანში უნდა შეავსოს, რომელსაც უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებზე აბარებს. და კიდევ, მოსწავლეები ათს, რვა გამოცდას აბარებენ - ქართული ენა და ლიტერატურა რალურად ერთი საგანია. უნარ-ჩვევები კი როგორც საგანი სკოლაში არ ისწავლება. უნარ-ჩვევებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩააბარებს მოსწავლე, თუ უმაღლესში აპირებს სწავლის გაგრძელებას.
მნიშვნელოვანია, რომ მე-12 კლასში ყველა სკოლა დაიწყებს მოსწავლეების მომზადებას მინიმალური კომპეტენციის გამოცდის ჩაბარებისათვის. ზოგიერთი საგანი დამამთავრებელ კლასში აღარ ისწავლება. ამიტომ, აუცილებლად მივიჩნიეთ სკოლაში მოსწავლეებს ჰქონდეთ დამატებითი გაკვეთილები რომ წინა წლებში ნასწავლი საგნები გაიმეორონ.