საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება "წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის" "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის" ფარგლებში. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს სასკოლო/ეროვნული გუნდების საერთაშორისო-რეგიონალურ ოლიმპიადებში მონაწილეობის ხელშეწყობაზე.
პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია 2017 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით. პროექტის წარმოდგენაზე უფლებამოსილია ნებისმიერი იურიდიული პირი.
პროექტების განხილვა განხორციელდება ეტაპობრივად.
პროექტების წარმოდგენისა და დაფინანსების პირობები/წესები იხილეთ დანართში.
აპლიკანტებმა უნდა შევსონ განაცხადის ფორმა.