დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების განაცხადები რეგისტრირდება ( www.grifireba.emis.ge) ორ ეტაპად:
I ეტაპი - საბუთების წარდგენა:
• 2-დან 15 ოქტომბრის (2017 წელი) ჩათვლით შემდეგი საგნების სახელმძღვანელოებზე/სერიებზე:
1. ქართული ენა და ლიტერატურა - I კლ, II-IV და V-VI კლ;
2. აფხაზური ენა და ლიტერატურა - I-IV და V-VI კლ;
3. მე და საზოგადოება - III-IV კლ;
4. მათემატიკა - I-IV კლ, V-VI კლ;
5. ჩვენი საქართველო - V-VI კლ;
6. ფიზიკური აღზრდა - I-IV და V-VI კლ;
7. ბუნებისმეტყველება - I-IV და V-VI კლ;
8. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - V-VI კლ;
9. სომხური, რუსული, აზერბაიჯანული, როგორც მშობლიური ენა და ლიტერატურა - I-IV და V-VI კლ;
10. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) - I-IV და V-VI კლ;
11. მეორე უცხოური ენა (რუსული, გერმანული, ფრანგული ან სხვა) - V-VI კლ;
12. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - I-IV დაV-VI კლ;
13. მუსიკა - I-IV კლ;
14. ქართული, როგორც მეორე ენა - I-IV და V-VI კლ.
• 1-დან 7 დეკემბრის (2017 წელი) ჩათვლით შემდეგი საგნის სახელმძღვანელოებზე/სერიაზე:
1. მუსიკა - V-VI კლ.
II ეტაპი - სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტების წარდგენა:
• 23 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის (2017 წელი) ჩათვლით - ყველა იმ განაცხადზე, რომელიც რეგისტრირებულ იქნა I ეტაპზე;
• 16-დან 20 დეკემბრის (2017 წელი) ჩათვლით - V-VI კლ. მუსიკის საგნის ყველა იმ განაცხადზე, რომელიც რეგისტრირებულ იქნა I ეტაპზე.
რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვებით შეგიძლიათ დაგვირეკოთ: 2 200 220
გისურვებთ წარმატებებს!!!
მინისტრის მიერ გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება - არაუგვიანეს 2018 წლის 16 აპრილი.
სხვა საყურადღებო ვადები!