ყურადღება! განხორციელდა ცვლილება (ბრძანება N964, 31.10.2017წ) სახელმძღვანლოების/სერიების გრიფირების ვადებში, კერძოდ:
- სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების წარდგენა - მიმდინარე წლის 23 ოქტომბერი - 12 ნოემბერი (ნაცვლად 23-31 ოქტომბრისა. ეს ცვლილება არ ეხება მუსიკის საგნის V-VI კლასების სახელმძღვანელოებს/სერიების მაკეტების წარდგენის ვადას, რომელიც არის 16-20 დეკემბერი);
- შინაარსობრივი/ტექნიკური რეცენზირება/საჯარო განხილვა (მათ შორის რეცენზიების გაცნობა/მითითებების ასახვა/კორექტურა/ავთენტურობის შემოწმება) - არაუგვიანეს 2018 წლის 1 აპრილისა (ნაცვლად 25 მარტისა);
- გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა - არაუგვიანეს 2018 წლის 16 აპრილი (ნაცვლად 10 აპრილისა).
„ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხური სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების განაცხადის რეგისტრაციისა და სხვა ვადები“ კოდიფიცირებული სახით შეგიძლიათ იხილოთ აქ.