ყურადღება! განხორციელდა ცვლილება (ბრძანება N332, 04.04.2018 წ) სახელმძღვანლოების/სერიების გრიფირების ვადებში, კერძოდ:
- შინაარსობრივი/ტექნიკური რეცენზირება/საჯარო განხილვა (მათ შორის რეცენზიების გაცნობა/მითითება-რეკომენდაციების ასახვა/კორექტურა/ავთენტურობის შემოწმება) დასრულდეს არაუგვიანეს 2018 წლის 22 აპრილისა (ნაცვლად 1 აპრილისა);
- გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა - არაუგვიანეს 2018 წლის 7 მაისი (ნაცვლად 16 აპრილისა).
„ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხური სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების განაცხადის რეგისტრაციისა და სხვა ვადები“ კოდიფიცირებული სახით შეგიძლიათ იხილოთ აქ.