სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებისათვის განკუთვნილი ერთი სახელმძღვანელოს (მოსწავლის წიგნი/მოსწავლის რვეული) წონა არ უნდა აღემატებოდეს: VII-IX კლ. – 500 გრამს; X-XII კლ. – 600 გრამს. ამასთან, სახელმძღვანელოს (მოსწავლის წიგნი/მოსწავლის რვეული) წონის გაზრდა დასაშვებია არაუმეტეს 10%-ით.
VII-XII კლასების მოსწავლის წიგნისათვის რეკომენდებული გვერდების რაოდენობის დასადგენად, დაინტერესებულმა პირმა უნდა იხელმძღვანელოს ზემოხსენებულითა და შემდეგი დოკუმენტებით:
საბაზო და საშუალო საფეხურების სასკოლო სახელმძღვანელოს მაკეტის რეცენზირების ტექნიკური კრიტერიუმები;
2. მაკეტების ატვირთვის შესახებ
რეკომენდირებულია გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში მაკეტი აიტვირთოს ერთ ელექტრონულ ფაილად, სადაც შინაარსი და ყდებიც ერთად იქნება წარმოდგენილი.
3. ასატვირთი მაკეტის (ფაილის) მახასიათებელი
სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის წარმოსადგენად, ასატვირთი ფერადი ვერსიის ელექტრონული ეგზემპლარი უნდა აიტვირთოს PDF ფორმატში, DPI − არაუმეტეს 600, ფაილის მოცულობა - არაუმეტეს 1 GB.
4. სახელმძღვანელოს მაკეტში „Don’t Copy“ წარწერის შესახებ
რეკომენდირებულია წარწერა „Don’t Copy“ სახელმძღვანელოს მაკეტზე (ელექტრონული და ნაბეჭდი ეგზემპლიარი) განთავსდეს ფურცლის დიაგონალზე, მკრთალად, ისე, რომ არ გართულდეს ძირითადი ტექსტის სათანადოდ აღქმა.
5. რწმუნებულების ფარგლები
ამა თუ იმ მიზეზით „რწმუნებულების“ გაცემის შემთხვევაში, აუცილებელია განსაზღვროთ მისი ფარგლები. კერძოდ, დოკუმენტში მიუთითოთ კონკრეტულად რა სახის ქმედების შესრულება გაქვთ სხვა პირისთვის (რწმუნებულისთვის) გადანდობილი. მაგალითად: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის N28/ნ ბრძანების შესაბამისად გრიფირების განაცხადის წარდგენა/რეგისტრაციასთან/ხარვეზის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ყველა ქმედებისა და შესაბამის დოკუმენტებზე ხელმოწერის, დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისა და გაცემის უფლება, მათ შორის „დასტურზე“ ხელმოწერის/სისტემაში მონიშვნის უფლება, ასევე, წარმომადგენლობის განხორციელება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის. საჭიროების შესაბამისად, გავრცელებული პრაქტიკის გათვალისწინებით, რწმუნებულება შესაძლებელია გაიცეს იურიდიული პირის საამისოდ უფლებამოსილი პირის (მაგალითად, დირექტორს) მიერ თანამშრომელზე, ასევე, საავტორო ჯგუფის შემთხვევაში - რამდენიმე ავტორის მიერ ერთ-ერთის მიმართ. რწმუნებულება დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. უზუსტობები დოკუმენტებში/მასალებში
განმცხადებელი პასუხისმგებელია გრიფირების განაცხადზე თანდართულ დოკუმენტებში/მასალებში მისი რეგისტრაციის (მიღების) მომენტში არსებულ ხარვეზებზე და განაცხადის ”ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესით” დადგენილი მონაწილეობის პირობებთან შეუსაბამობაზე. განმცხადებელი ვალდებულია განაცხადი და მასზე დართული დოკუმენტაცია/მასალები წარდგენამდე შეამოწმოს და სრულყოფილი სახით წარმოადგინოს. ეს შეეხება ე.წ. „ანონიმურ“ მაკეტებში ანონიმურობის დაცვის საკითხსაც.