უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატისა და ინტერნეტ საზოგადოება-საქართველოს წარმომადგენლები, 4-5 თებერვალს თბილისის 8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ტრენინგებს ატარებენ.
4 თებერვალს ტრენინგები 5 საჯარო სკოლაში გაიმართა მე-5, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების მნიშვნელობის შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა. ტრენინგი პროცესში მოსწავლეების აქტიურ ჩართულობასაც უზრუნველყოფდა.
უსაფრთხო ინტერნეტის დღე მსოფლიოში ყოველწლიურად თებერვლის პირველ სამშაბათს აღინიშნება. წელს, 5 თებერვალი უსაფრთხო ინტერნეტის დღეა.