განათლების რეფორმის ფარგლებში სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ გამართა შეხვედრა სტუ-ს და სდასუ-ს პროფესურასთან. ზვიად გაბისონიამ სამეცნიერო საზოგადოებას გააცნო განათლების რეფორმის ფარგლებში ,,მეცნიერების“, მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები. წარმოადგინა ის ახალი პროექტები და ინიციატივები.რომლის განხორციელება იგეგმება 2019 წლისთვის. შეხვედრას ჰქონდა - კითხვა პასუხის რეჟიმი. ფონდის გენერალურმა დირექტორმა -ყურადღება გაამახვილა კვლევებში კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფისა და კვლევების კომერციალიზაციის საკითხზე. გააცნო ფონდის ახალი ინიციატივა, ელექტრონული რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერება“ (Georgian Science) შექმნის თაობაზე და ასევე სახელობითი სტიპენდიების დაწესების საკითხი.