თუ თქვენი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში, შეგიძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში დააწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან – სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან და ახლადდანიშნულ ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური სექტორების პროგრამების ლიდერთან სამხრეთ კავკასიაში ლევენტ იენერთან ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას, რომლის მიზანს განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე ერთობლივი პროექტების განხილვა წარმოადგენდა, მინისტრის მოადგილეები: ეკატერინე დგებუაძე, ნუნუ მიცკევიჩი და თამარ ქიტიაშვილი ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ საზოგადოებას მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის წლიური ანგარიში წარუდგინეს.
ხელოვნების სასახლეში მომღერლისა და ლოტბარის, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელის – ჯემალ ჭკუასელის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო საღამოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ფონდ „ქართული გალობის“ ხელმძღვანელი ვანო ჩხარტიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები გააცნო:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემიის „ლიტერას” დაჯილდოება გაიმართა. რიგით მეხუთე საიუბილეო დაჯილდოებაზე გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ.
25-30 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რიგით მე-3 საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ ჩატარდება. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფესტივალი რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო VII-XII კლასებისთვის აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით დაარსებული ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდიის მფლობელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი, დირიჟორი და მუსიკოლოგი შიო აბრახამია გახდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის ვირტუალური კონფერენციის „ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები“ პანელურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მონაწილეებმა მეცნიერების განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.