საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომლებიც განათლების რეფორმის შემუშავების პროცესში სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობდნენ.
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს განაცხადების მიღებას სამუშაოს მაძიებელთათვის მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების განსახორციელებლად.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ სამინისტროსათვის მიცემული ყველა რეკომენდაცია შესრულებულია.
6-13 აპრილს, ბათუმი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელზეც მედლებთან ერთად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება. ევროპირველობისთვის მიმდინარე საორგანიზაციო საკითხების გასაცნობად ბათუმს ესტუმრნენ ევროპის ძალოსობის ფედერაციის გენერალური მდივანი ჰასან აკუში და ევროპის ფედერაციის სატელევიზიო ტრანსლაციაზე პასუხისმგებელი პირი დევიდ გოლდსტრომი.
განათლების რეფორმის ფარგლებში გამართული შემაჯამებელი პრეზენტაციის წარდგენისას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განსაკუთებული ყურადღება გაამახვილა სკოლების უსაფრთხოებაზე, რაც სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად საზოგადოებას განათლების სფეროში მიმდინარე შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის მშენებლობაც მარტში დაიწყება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა, სადაც ბავშვებისა და ახალგაზრდობისთვის უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს შექმნაზე მომუშავე წამყვანმა ორგანიზაციებმა ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.
5 თებერვალს, თიბისი გალერეაში თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, კომპანია ისთერნ პრომოუშენსის დირექტორი გიორგი კერესელიძე და თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორი ნინო ეგაძე.
უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატისა და ინტერნეტ საზოგადოება-საქართველოს წარმომადგენლები, 4-5 თებერვალს თბილისის 8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ტრენინგებს ატარებენ.
რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით განსახორცილებელი პროექტების წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კერძო სექტორის ჩართულობაზე და მათთან აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
პროფესიული განათლების მიმართულებით პრეზენტაციის წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ერთ-ერტი მთავარი აქცენტი გააკეთა რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე, რაც ახალგაზრდებს ადგილზე განათლების მიღების და რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს.
„ჩვენ უნდა გავზარდოთ კადრები, რომლებიც დასაქმდებიან და არა ისინი, რომლებიც ქაღალდის დიპლომს მიიღებენ", - ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ფარგლებში პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების წარდგენისას განაცხადა.