საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი სტუმრობს. დღეს გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე განხილული იქნა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ექსპერტს მეგი ნიკოლსონს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI), განათლების სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და ექსპერტები.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ქალაქ რუსთავში, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერისტეტის ახალი საუნივერსიტეტო კამპუსი გახსნეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ქ. თბილისის საკრებულოში ქართული დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და Microsoft-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საქართველოს სკოლებში სწავლა-სწავლების პრაქტიკების მხარდასაჭერად, Wi-Fi ტექნოლოგიის დანერგვის კუთხით თანამშრომლობას ეხება.
პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში, ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ცენტრში „სილიკონ ველი თბილისი“, ბიზნეს ვორკშოპი გაიმართა თემაზე „მართვის სტანდარტები და გაყიდვების ხელოვნება თანამედროვე სამყაროში“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენლები ქ. თბილისის N200 საჯარო სკოლა-პანსიონში გამართულ სპექტაკლს დაესწრნენ, რომელიც ამავე სკოლის დრამის წრის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსი“-ს მიხედვით დადგეს. სპექტაკლი სკოლის მიერ ორგანიზებულ „ღია კარის დღის“ ფარგლებში გაიმართა სკოლა-პანსიონის სსსმ მოსწავლეების სწავლებისა და მათთან მუშაობის პრინციპების გაცნობისა და გაზიარების მიზნით.
საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას, ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვიცე-კანცლერს ლაპაჯოესა და ესტონეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შორის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შეხვედრა გამართა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში სანდორ სზაბოსთან.
მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ხანძრის შედეგად დაიწვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის დამხმარე ხის შენობა, სადაც განთავსებული იყო სკოლის სამი საკლასო ოთახი, სკოლის ბიბლიოთეკა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. ხანძრის შედეგად დაიწვა და განადგურდა წიგნები და ლაბორატორიაში არსებული ინვენტარი.
თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თავისუფალი გაკვეთილის ფორმატში შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა, რომელთაც მოპოვებული გამარჯვებებისთვის სხვადასხვა პრიზები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მინისტრის მიერ 5 მოსწავლე საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში, ხოლო 13 ინფორმატიკის ეროვნულ ტურნირში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა.
დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გელა დუმბაძეს შეხვდა. მინისტრებმა მოადგილეებთან და სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილეს სხვადასხვა ქვეყნებში დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების საკითხები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ (EUVEGE , UNDP, GIZ, MCA).