Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
16/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სასტუმროში  „444“ დაბინავებულ, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. მინისტრმა მათ პროფესიული სტუდენტების მიერ დამზადებულ საკვები პროდუქტები გადასცა.
16/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი დღეს, თბილისის 55-ე საჯარო სკოლში საატესტატო გამოცდების პრეტესტის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ. მე -11 კლასელებისათვის პრეტესტი 16 ივნისს, ხოლო გამოცდა 17 ივნისს ტარდება. სტიქიის შედეგად დაზარალებული ,,მომავლის სკოლის“  მე-11 კლასელები პრეტესტს და გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში აბარებენ.
15/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე „მომავლის სკოლაში“ მივიდა, პირადად გაეცნო იმ ზარალს, რაც სტიქიის შედეგად სკოლამ განიცადა და ის პრობლემები მოისმინა, რაც პირველ რიგშია მოსაგვარებელი. ამ პრობლემებს შორისაა ამ სკოლის მოსწავლეთა საატესტატო გამოცდები. მინისტრის გადაწყვეტილებით, მომავლის სკოლის მე-11 კლასელები პრეტესტს და საატესტატო გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ჩააბარებენ.
15/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მე-11 კლასელების დამამთავრებელი გამოცდების პრეტესტი მთელს საქართველოში ხვალ, 16 ივნისს ჩატარდება. შესაბამისად, გამოცდები დაიწყება ზეგ, 17 ივნისს 09:00 საათიდან. სკოლები იხელმძღვანელებენ იმ განრიგით, რომელიც ჰქონდათ შემუშავებული. გამოცდები მხოლოდ ერთი დღით გადაიწევს, რის გამოც მოხდება სარეზერვო დღის (შაბათის) გამოყენება.


15/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის სამინისტროს ფსიქოლოგიური ცენტრი სრული დატვირთვით, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.


15/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ამ წუთებში, მინისტრის თამარ სანიკიძისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის მონაწილეობით, შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს თუ, როდის იქნება შესაძლებელი მე-11 კლასელების დამამთავრებელი გამოცდების ჩატარება თბილისისა და იმ მიმდებარე სოფლების სკოლებში, რომლებიც სტიქიისაგან დაზარალდა.
14/06/2015
ხვალ, 15 ივნისს, მე-11 კლასის დამამთავრებელი გამოცდის აპრობაცია (პრეტესტი) თბილისში არ ჩატარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი აგრძელებს ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებზე ინფორმაციის მიღებას და ზუსტდება სკოლებთან მისასვლელ გზებთან დაკავშირებული მონაცემებიც.
14/06/2015
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე ვაკე-საბურთალოს რაიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა
13/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის მოადგილეები დღეს, ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, აჭარის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და სკოლის დირექტორებს შეხვდნენ შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა, ასევე განიხილეს უმაღლესი განათლების საუნივერსიტეტო პროგრამა, რომელიც აუცილებელია კვალიფიციური პედაგოგის მისაღებად და იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა შემოვიდეს ახალი კადრი პროფესიაში ახალი საკანონდებლო ცვლილებების თანახმად.
13/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილეებმა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა ამჯერად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, სკოლის დირექტორებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წარუდგინეს. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ახალი საუნივერსიტეტო პროგრამები, რომელიც ახალგაზრდების პედაგოგიური სფეროთი დაინტერესებას და მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებას მოემსახურება.
10/06/2015
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებს შეხვდა. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2013 წლიდან ატარებს. კონკურსში გამარჯვებული დოქტორანტი სტუდენტები, პირველად საქართველოში, სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ.
09/06/2015
თბილისის 147-ე საჯარო სკოლში საგანგებო სიტუაციების შტაბი შეიქმნა, რომელსაც სკოლის დირექციასთან და პედაგოგებთან ერთად, სკოლის მანდატური უხელმძღვანელებს. დღეს სკოლას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ და შტაბის წევრებთან ერთად, პრაქტიკული სწავლება განახორციელეს თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეების უსაფრთხო ევაკუაცია საგანგებო სიტუაციების დროს (მაგ: ხანძარი, მიწისძვრა). სწავლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.
08/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაგრძობს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესს.
08/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლების რეაბილიტაცია უწყეტად გრძელდება. ამჯერად, მინისტრი თამარ სანიკიძე მე-200 სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, სადაც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ეზოს კეთილმოწყობა, საცხოვრებელი კორპუსისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია, პანდუსისა და სკოლაში შესასვლელი კარის მონტაჟი მიმდინარეობს.
04/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სისტემატიურად ატარებს საქართველოში არსებული სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან ინფორმაციულ, ანალიტიკურ შეხვედრებს. ამ მიზნით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474  475  476  477  478   >