Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
01/07/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაგრძობს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესის განხორციელებას.
30/06/2015
ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ვიდეორგოლების კონკურსი „ევროპა ჩემს ობიექტივში“ ჩაატარა. კონკურსში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებული სკოლები და მოსწავლეები დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ევროკავშირის ელჩის მოადგილემ საქართველოში ბორის იაროშევიჩმა დააჯილდოეს.
29/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კიდევ ერთი გამოჩენილი მეცნიერი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ცინცაძე დააჯილდოვა და მას  ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.
28/06/2015
ქუთაისის მე–7 საჯარო სკოლის 900–მდე მოსწავლე ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების, რეაბილიტირებულ სპორტულ დარბაზში გააგრძელებს ვარჯიშს. განახლებული სპორტული დარბაზი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა და სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.
27/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, სასკოლო თეატრალური ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით სპექტაკლები დადგეს. კომისიამ სამი გამარჯვებული სპექტაკლი გამოავლინა, რომელთა ჩვენებაც დღეს, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა.
26/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა 2015-2016 სასწავლო წლისათვის „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
26/06/2015
თბილისმა სემინარს „სასკოლო პრევენციული და არაფორმალური განათლების პროგრამები აშშ-ში“ უმასპინძლა. სემინარი ჩატარდა პროგრამის „ვითამაშოთ კალათბურთი - საქართველო“, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს (ECA) გაერთიანებული საერთაშორისო სპორტული ინიციატივების განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით.
25/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს შორისაა სტუდენტური საერთო საცხოვრებლი, რომლის რეაბილიტაციაც დასრულდა და უკვე ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს სტუდენტებს. სასტუმრო ევროპულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ტიპის სტუდენტურ საცხოვრებლებს შორის.
24/06/2015
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის სფეროში მიღწეული შედეგები შეაჯამა. მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კიდევ ერთხელ დაასახელა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წარმატებაში დავით სერგეენკოს განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.
23/06/2015
თბილისის N54 საჯარო სკოლის ინიციატივით, „სიკეთის აქცია“ გაიმართა და იგი 13 ივნისის ტრაგედიას მიეძღვნა. ამ დღეს, სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ წარმოადგინეს და ასე გამოხატეს თანადგომა უსახლკაროდ დარჩენილი მათი 5 თანასკოლელის და სპორტის მასწავლებელის, აფხაზეთიდან დევნილი ვენერა მეფარიძის ოჯახის მიმართ. ამავე დღეს, სკოლაში მოსწავლეთა მიერ შესრულებული თექის ნამუშევრები გამოიფინა.
22/06/2015
2015 წელს დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავი სრულდება. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება აღნიშნვს. მათ შორისაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც  აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება.
21/06/2015
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა მარკ ატკინსონმა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ინსტრუმენტების ექსპერტიზა დაასრულა. ექსპერტი უკვე შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს და სამუშაო შეხვედრების შედეგები გააცნო. მასწავლებელთა ეფექტიანობის შეფასების სისტემის ექსპერტის - მარკ ატკინსონის შეფასებით, სქემა სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
19/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბოლო წლებია ინტენსიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულების სტრატეგიული სამეცნიერო-ექსპერიმენტული ბაზების დაარსებაზე, სწორედ ასეთი ახალი ტიპის ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკის ლაბორატორია იქმნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. 17 მილიონიანი პროექტის განხორციელებაში საქართველოს პარტნიორია მსოფლიოში ცნობილი ავსტრიული  ფირმა „ბილფიგერი“.
17/06/2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა და იმ შეღავათებზე ისაუბრა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ სტუდენტებსა და მოსწავლეებს შეეხებათ.

17/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განადგურებული თსუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ტერიტორია დაათვალიერეს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474  475  476  477  478   >