Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
23/04/2015
ამერიკის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ენერგეტიკის კვლევებისა და გარემოს დაცვის ცენტრის დირექტორმა, მეცნიერებათა დოქტორმა ალან სვიდლერმა საჯარო ლექციაზე გამართა თემაზე „ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში“. ლექცია გახსნა და აუდიტორიას მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
23/04/2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ბელორუსის განათლების მინისტრს მიხეილ ჟურავკოვს შეხვდა, რომელიც ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად,  საქართველოში ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. მინისტრებმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის განათლების სფერო მიმოიხილეს, ისაუბრეს მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და ქვეყნებს შორის განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

22/04/2015
თბილისის #150 საჯარო სკოლაში პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში შექმნილი სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების გადაცემის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის წარმომადგენელმა ნინო ბუაჩიძემ და  პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა მარინა უშვერიძემ მიიღეს.
21/04/2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2015-2016 სასწავლო წლისათვის. რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად.

I ეტაპი - 2015 წლის 23 აპრილი - 4 მაისი.


21/04/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში HMC პროექტის გამარჯვებული კანდიდატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ კანდიდატებს, რომლებიც ბრიტანულ სკოლებში ერთწლიან კურსს გაივლიან, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სერტიფიკატები გადასცა.
20/04/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაგრძობს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესის  განხორციელებას.
20/04/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ნორვეგიის განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილესთან და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და  სრულუფლებიან ელჩთან საქართველოსა და აზრებაიჯანში სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ქართული მხარის მიერ ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა.
18/04/2015
დღეს, „ინტელექტის დღე 2015" ოფიციალურად გაიხსნა. მუნიციპალური ეტაპის ცენტრალური მოედანი თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მოეწყო, სადაც თამაშს საქართველოს ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა. თამაშს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე დაესწრნენ.
17/04/2015
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ამჯერად, ქალაქ გორში გახსნა. ანალოგიური ცენტრები უკვე ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ფოთსა და  ქუთაისში. ფსიქოლოგიური მომსახურების  ცენტრი 6-დან 18 წლამდე ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს  უფასო, კვალიფიციურ, ფსიქო-სოციალურ მომსახურებას სთავაზობს.
16/04/2015
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის საგანგებოდ შემუშავებული სასწავლო რესურსების გამოფენა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი სტეფენ ჰაიკინი დაესწრნენ.
16/04/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ კომპანია ”ინტელის” ვიცე პრეზიდენტს, ”ინტელის” მსოფლიოს განვითარების პროგრამის გენერალურ მენეჯერს ჯონ დევისს შეხვდა.
15/04/2015
სმენადაქვეითებული და სმენის არმქონე მოსწავლეთა 203-ე სკოლა-პანსიონისთვის განხორციელებული პროექტის დასრულების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ამერიკის ელჩმა საქართველოში  რიჩარდ ნორლანდმა და საელჩოს სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.
14/04/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ინკლუზიური პროფესიული განათლების მეორე საერთაშორისო კონფერენცია: „შექმენი შესაძლებლობა“ გახსნა, სადაც მონაწილეებმა ადგილობრივი და საერთაშორისო ხედვის ანალიზის საფუძველზე, ხარისხიანი პროფესიული განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობის საკითხები განიხილეს.
08/04/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში USAID/G-PriED პროექტის შედეგების შეფასების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ხელმძღვანელი ნენსი პარკსი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), სამინისტროსა და პროექტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
08/04/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ სტუდენტთა სიას, რომელთა 2014-2015 სასწავლო წლის სწავლის საფასურს სახელმწიფო აფინანსებს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474  475  476  477  478   >