Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
25/12/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს და  მათ თანატოლებს უმასპინძლა. პატარებისთვის  გაიმართა სპექტაკლი სახელწოდებით „კონკია საახალწლო მეჯლისზე“. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი ადაპტირებული იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისთვის, კერძოდ, სმენადქვეითებული მოსწავლეებისათვის ჟესტური ენის თარჯიმანი, ხოლო სუსტადმხედველი მოზარდებისთვის მთხრობელი მუშაობდა.
25/12/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, მინისტრის მოადგილე ზუგდიდში პედაგოგებს, ზუგდიდის საჯარო სკოლების დირექტორებსა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.
24/12/2014
საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში წინასაახალწლო განწყობაა, თითქმის ყველა  სკოლაში წარმოდგენები იმართება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში იმყოფბოდნენ, სადაც ორი სკოლის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
23/12/2014
პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და ინფრასრტუქტურული მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
22/12/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, საზოგადოებას ორი წლის ანგარიში წარუდგინა. პირველი რიგში მინისტრმა სისტემის დეპოლიტიზაციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განხორციელდა მანდატურის სამსახურის რეფორმა, მანდატურის სამსახურის ბაზაზე  ფსიქოლოგიური ცენტრი ამოქმედდა, დაიწყო პოლიტიკური ნიშნით სისტემიდან განდევნილი ადამიანების სისტემაში დაბრუნების პროცესი.
21/12/2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული WorldSkills Georgia 2014-ის ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია საგამოფენო კომპლექს „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ კონკურსანტებს ჯილდოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა გადასცა.

20/12/2014
180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დუშეთის პირველ საჯარო სკოლას სპეციალური სიგელი გადასცა და  დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკისთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ცნობილ მეცნიერებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრ თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებით, სკოლას ისტრიული სახელი დაუბრუნდა და კვლავ ვაჟა-ფშაველას სახელობის გახდა.
19/12/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა სიას.
19/12/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ WorldSkills International-ის მეორე ეროვნული შეჯიბრების ცერემონია გახსნა. WorldSkills International საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია  საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება.
18/12/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში ,,ახალი ტალღა" 2014 წლის შემაჯამებელ ბიზნესფორუმს დაესწრო. ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო კერძო სექტორის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და კოლეჯის ,,ახალი ტალღა" ერთობლივი მუშაობის შეჯამება და პროფესიული განათლების განვითარებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების საქმეში კოლეჯის მომავალი როლის განსაზღვრა.
18/12/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებით წარმოდგენილ საკონსულტაციო საბჭოსთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
17/12/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საქართველოს დეკანი კენ უოლში ქუთაისს ეწვივნენ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნვიერსიტეტის სტუდენტებთან, პროფესორებთან და უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
17/12/2014
გაეროს ბავშვთა ფონდი, ესტონეთთან თანამშრომლობით ხელს უწყობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესში, რათა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა გახდეს მეტად ინკლუზიური და პასუხობდეს დინამიურ სამყაროში თანამედროვე გამოწვევებს. 2014 წელს I-VI კლასების საგნობრივი პროგრამების რევიზია დასრულდა, რაც საფუძველს მისცემს ახალი სახელმძღვანელოების მომზადების პროცესს 2015 წლიდან.
16/12/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინიციატივით, ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი www.ncp.ge შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაც მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ გახსნეს.
16/12/2014
პროექტის - „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა შიდა ქართლის რეგიონში სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და ინფრასრტუქტურული მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაციას მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, საჯარო სამსახურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474   >