Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
24/03/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება „ზოგადი განათლების ხელშეწყობის  პროგრამის“  „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში.
23/03/2015
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო  და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორები იღებდნენ.
21/03/2015
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 198-ე საჯარო სკოლის დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებს ეწვია და მათთან ერთად, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
21/03/2015

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ სასკოლო კონკურსის - „ფოტოსინთეზი“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) დირექტორი ნანა ჯანაშია და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

 

20/03/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალ სქემა ამჯერად, იმერეთის რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, სკოლის დირექტორებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წარუდგინეს. პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი და ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია.
19/03/2015
საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურული პროექტები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის საჯარო სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და  პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა.
18/03/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის პროფესორებთან ერთად, ის შენობა დაათვალიერა, რომლის  რეაბილიტაციაც იწყება და სადაც რამდენიმე თვეში ინსტიტუტი ფუნქციონირებას გააგრძელებს.
17/03/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ევროგაერთიანების პოლიტიკის მიმომხილველ იმ ჯგუფის წევრებს შეხვდა, რომელიც მუშაობს პოლიტიკის შესწავლაზე, მათ შორის კვლევებისა და განათლების დარგში.
16/03/2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სამეგრელოში სკოლის მოსწავლეთა დასწრებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის” მოწყობილ ფილმის ჩვენებაზე და განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის N290, N291 და N292 ბრძანებების თანახმად, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და მის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების ინსპექტირება. 

16/03/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ბავშვზე ზრუნვის სტანდარტისა და ლიცენზირების წესთან დაკავშირებით სხვადსხვა სახელწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.
15/03/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადიგენის რაიონის სოფელ არალში საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების პროცესს გაეცნო. ადიგენის რაიონის სოფელ არალში სკოლა საუკუნოვან ხის შენობაში ფუნქციონირებდა.
14/03/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო სასწავლო გარემოსა და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივების ვალიდაციის პროცესი ჩატარდება.
13/03/2015
მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინარი - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა. სემინარის მიზანია მასწავლებლების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირება და ამ პროცესში მათი აქტიურად ჩართვა.
12/03/2015

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გამომცემლობა Elsevier BV-ის მიერ ორგანიზებული „მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი - კვლევების განვითარება საქართველოში“ გაიხსნა.

11/03/2015

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემასა და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე პრეზენტაციას ამჯერად, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორები გაეცნენ.


<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474  475  476  477  478   >