Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
01/12/2014
2014 წლის 24-28 ნოემბერს კონრად ადენაუერის ფონდის მიწვევით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შედგა ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი, რომლის მიზანს  სამოქალაქო განათლების გაძლერების კუთხით გერმანული გამოცდილების და სიახლეების გაზიარება წარმოადგენდა. აღნიშნული ვიზიტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადენაუერის ფონდს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
29/11/2014

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ხარისხის მართვის/მენეჯმენტის ევროპული მოდელის (EFQM Excelence Model) დანერგვის მიზნით, რიგით მეორე ტრენინგი „გზა სრულყოფისკენ“ გაიმართა.

28/11/2014

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირქტორი მაგდა მაღრაძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. დელეგაციის წევრები უნივესიტეტის პრეზიდენტს დოქტორ ელიოტ ჰირშმანსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ.

28/11/2014
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში მსმენელთა გამოშვების ცერემონია გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმებულ 71 საჯარო მოხელეს დარგობრივი კურსების დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ელისო ჩაფიძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გადასცეს.
27/11/2014
საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მთავრობის  სხვა წევრების ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ორი ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
26/11/2014
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, ორდღიანი ფორუმი გაიმართა თემაზე: ინიციატივები და გამოწვევები ელექტრონულ სწავლებაში - სწავლა ახალი მედია-საშუალებებით. ფორუმი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან  ნატრიაშვილმა გახსნა.
25/11/2014
შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას - „არა ძალადობას!“ იწყებს. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა.
25/11/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტს ქამრან ხანს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კორპორაციის ვიცეპრეზიდენტის მოადგილე სინდი ჰუანგი და კომპაქტის მმართველი დირექტორი ჯონათან ბრუქსი.
24/11/2014
2014 წლის 18 - 21 დეკემბერს თბილისში ჩატარდება WorldSkills Georgia-ს რიგით მეორე ეროვნული შეჯიბრება ექვს პროფესიაში: შედუღება, ვებ-დიზაინი, სამზარეულო საქმე, სარესტორნო სერვისი, ფლორისტიკა და საპარიკმახერო საქმე.
24/11/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გახსნეს, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
22/11/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მეხუთე ნაკადის 123 მონაწილეს სერტიფიკატები გადასცეს. მოხალისე პედაგოგები ორი აკადემიური სემესტრის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში მოღვაწეობდნენ და წარმატებით დაასრულეს პროგრამა.
21/11/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი ხედვა შეიმუშავა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა არსებული სისტემის სრული კვლევა და შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც გამოყენებული იქნა სექტორის შემდგომი განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრისთვის. 
20/11/2014
საქართველოს განათლებისა და   მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებულ 8 მონაწილეს  ფულადი ჯილდოები და სიგელები გადასცა. „განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად აფინანსებს საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების მონაწილეობას მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ოლიმპიადებში.
20/11/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, მინისტრის მოადგილე დედოფლისწყაროში ჩავიდა და რეგიონის 15 საჯარო სკოლის წარმომადგენლებს ზოგადი განათლების სიახლეები და მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერის დაგეგმვის ახალი სქემა წარუდგინა.
19/11/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით იგეგმება  ძალადობის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია  „ნაბიჯი თანადგომისკენ".  კამპანია იწყება 19  ნოემბრიდან ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეს და  სრულდება 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474  475  476  477  478   >