2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 24 000-მდე აბიტურიენტი ჩაირიცხა. ზოგიერთ პროგრამაზე საკმაოდ მაღალი კონკურსის გამო აბიტურიენტთა ნაწილი, რომელთაც დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 8 სექტემბერს გაავრცელებს ინფორმაციას იმ აბიტურიენტებთან დაკავშირებით, რომლებმაც მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ კონკურსის გათვალისწინებით ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში.