დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის
აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებს უმასპინძლა. საგანგებოდ მათთვის
საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართა, ბავშვების მხიარულ განწყობაზე
ბასტი-ბუბუს მსახიობები და ანიმატორები ზრუნავდნენ, ბავშვებმა ბევრი
საჩუქარიც მიიღეს. საახალწლო ზეიმში სხვადასხვა ასაკის 120 ბავშვი
მონაწილეობდა საქართველოს ყველა კუთხიდან.
თბილისის №10 საჯარო სკოლის, სოციალურად დაუცველ,
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს გიორგი
ბერძენიშვილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სახლში
ეწვია და ახალი წელი
მიულოცა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი
შაშკინი ტრადიციულად
საახალწლოდ განსაკუთრებული
საჭიროების მქონე მოსწავლეთა №200 სკოლა-პანსიონის
აღსაზრდელებს ეწვია. პოპულარულ
წამყვანთან დუტა
სხირტლაძესთან ერთად მინისტრმა მოზარდებს საახალწლო საჩუქრები და
ტკბილეული მიუტანა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები,
კერძო და საჯარო სკოლები და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა.
მანდატურებმა 53 საჯარო სკოლის პირველ კლასელებთან ერთად
კომპიუტერული ქარხანა „ალგორითმი“ დაათვალიერეს. მოსწავლეები კომპიუტერის აწყობის პროცესს
გაეცნენ და პირადად ნახეს, თუ როგორ იტვირთება ის პროგრამები რომლებსაც სკოლაში კომპიუტერის
დახმარებით სწავლობენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
2011 წლის შედეგები მასმედიის წარმომადგენლებთან გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ ოფისში
შეაჯამა. მინისტრის განცხადებით, 2011 წელს სამინისტრო პროექტებს 42 მიმართულებით
ახორციელებდა, ყველა დაწყებული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და 2012 წელს მათ ხუთი ახალი პროექტი დაემატება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა
სეფერთელაძემ თხზულებების კონკურსის ”ჩემი ცხოვრების მიზანი”
გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსი ერთ ეტაპად ორ ასაკობრივ ჯგუფში, VII-IX და X-XII კლასის
მოსწავლეებისთვის ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს სკოლების 100
000-მა მოსწავლემ მიიღო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
სამინისტროში მოწვეულ დეპუტატებს, მეცნიერებს, რექტორებს, სკოლისა
და პროფესიული კოლეჯების დირექტორებს, არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებს, მანდატურებს, სტუდენტებსა და
მოსწავლეებს განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სიახლეები და
სამინისტროს
2012 წლის
სტრატეგიული
გეგმა
გააცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ტელეპროექტ
”იმედის გმირების” გამარჯვებულს, თეირანის უნივერსიტეტის პროფესორს, ქართველოლოგ
საიდი მულიანს შეხვდა და მის მიერ ფერეიდანში დაარსებული ქართული საკვირაო
სკოლისათვის ქართული სახელმძღვანელოები და ნეტბუკები გადასცა.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
წარმომადგენლებმა ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს დამდეგი ახალი
წელი მიულოცეს. პატარებს საჩუქრად სათამაშოები და ტკბილეული გადაეცათ.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა ადგილობრივი თვითმართველობის
წარმომადგენლებთან ერთად საგარეჯოს რაიონის
სოფელ შიბლიანში ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობას
ჩაეყრება საფუძველი.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროგრამაში “ქართული ენა
მომავალი წარმატებისთვის” ჩართულ 150 პედაგოგს შეხვდა და მათთან ერთად
შეაფასა ახალ სასწავლო წელს დაწყებული პროგრამის შედეგები
ორი
ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი - ასეთი ჯილდოებით დაბრუნდა საქართველოს
მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები
ბულგარეთიდან. ინფორმატიკაში მოპოვებული გამარჯვებისთვის საქართველოს პრეზიდენტმა
მიხეილ სააკაშვილმა მე-11 კლასელ ჯიმშერ სხირტლაძეს, მე-10 კლასელ ნიკა ნადირაძეს და
ნიკოლოზ სვანიძეს საჩუქრად IPAD-ები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და
საქართველოში ვატიკანის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მამა ფილიპო
ჩამპანელი 25 დეკემბერს აფრიამაშვილების ქართულ კათოლიკურ ოჯახს
ეწვივნენ, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები
გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ ცნობილ
ტელეწამყვანებთან დუტა სხირტლაძესა და შორენა ბეგაშვილთან ერთად, ქუთაისის №42
ყრუ-მუნჯთა სკოლა-პანსიონს ეწვივნენ და მოსწავლეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.