საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ ქუთაისში
პროფესიულ კოლეჯში ,,იბერია’’ დურგლის ახალი სასწავლო სახელოსნო გახსნეს.
სახელოსნოს მშენებლობას საფუძველი 2011 წლის 9 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა
ჩაუყარა.