საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ინიციატივას - ყველა
სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელმა გაწეულ სამუშაოებსა და მომავალ გეგემებზე ანგარიში მოსახლეობას წარუდგინოს, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოეხმაურა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მე-200 საჯარო სკოლის 100-მდე სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეს პირადად მიულოცა და საჩუქრები
გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლის მანდატურის სამსახური მასმედიის
წარმომადგენლებს შეხვდა.
ორდღიან
გასვლით სემინარში, რომელიც ყვარლის ტურისტულ
კომპლექსში გაიმართა ტელე, რადიო კომპანიებისა და
რამდენიმე ბეჭდვითი მედიის 20-მდე წარმომადგენელი
მონაწილეობდა.
წარმატებით მიმდინარეობს პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე
საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსულ, უცხოელ მოხალისე პედაგოგთა ქართულ საზოგადოებაში
ინტეგრაცია. ისინი საგაკვეთილო
პროცესის წარმართვის პარალელურად, გეგმავენ და ახორციელებენ ერთობლივ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს
მოსწავლეებისა და პედაგოგეგბის მონაწილეობით.
საქართველოს საზოგადოებრივ
საქმეთა ინსტიტუტმა წელს კურსდამთავრებულთა მეთხუთმეტე ნაკადი გამოუშვა. წელს მაგისტრის
დიპლომი 146 კურსდამთავრებულს შვიდ
სხვადასხვა სპეციალობაში გადაეცა.
ბროშურა ”ინკლუზიური
განათლება - განსაკუთრებული ბავშვების განსაკუთრებული ავტოპორტრეტები" 198-ე
საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩანაწერების, ლექსებისა და პატარა მოთხრობების მცირე
კრებულია,
რომლის პრეზენტაციასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი
შაშკინი დაესწრო.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის
,,ალუმნაის’’ ფარგლებში დაწყებული საჯარო სკოლების კეთილმოწყობა გრძელდება. პროგრამა
წარმატებით ხორციელდება თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" სამინისტროს
ეროვნული
სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის 2010 წლის საქმიანობის შემაჯამებელ
ანგარიშს დაესწრო.
სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ”წიგნის მეგობარი” პრეზენტაცია თბილისის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა.
ახალი პროექტი უმცროსკლასელებს დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად წარუდგინა.
პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა
მე-8 ნაკადი ჩამოვიდა. ისინი სამცხე-ჯავახეთის
რეგიონში გადანაწილდებიან და ადგილობრივ მოსწავლეებს ინგლისური ენის უკეთ
შესწავლაში დაეხმარებიან.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, რამდენიმე კერძო იურიდიული კომპანია ახორციელებს პროექტს
„კანონი ჩვენს ცხოვრებაში“. საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ირინე ქურდაძე და კომპანიების წარმომადგენლები 87-ე
საჯარო სკოლას ეწვივნენ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს სამართლებრივ საკითხებზე
ესაუბრნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 183-ე საჯარო
სკოლის მეთორმეტეკლასელთა აბიტურის საათს დაესწრო და გამოცდების ეროვნული ცენტრის
დირექტორთან მაია მიმინოშვილთან ერთად, მოსწავლეებს ელექტრონული საგამოცდო ტესტის ნიმუში წარუდგინა.