Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
11/05/2010
დიმიტრი შაშკინმა და USAID-ის მისიის დირექტორმა  ჯონათან კონლიმ ,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემის” დანერგვისა და განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
11/05/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გოკა  გაბაშვილი თბილისის 196-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. სასწავლო დაწესებულება 1994 წელს დაარსდა, არის ვალდორფის სკოლების საერთაშორისო კავშირის წევრი და იუნესკოს ასოცირებული სკოლა.
10/05/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კომპანია ”ნეოტექის” დირექტორი იგორ ფარჯიანი 117-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. კომპანია ”ნეოტექი” სამინისტროს  ინიცირებულ ”უსაფრთხო სკოლის” პროგრამას გამოეხმაურა და 117-ე საჯარო სკოლაში უსასყიდლოდ დაამონტაჟა 16 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა, მათ შორის, ორი სკოლის გარე პერიმეტრზე.
09/05/2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისი ომის ვეტერან პედაგოგს ბატონ გაბრიელ გაბიტაშვილს პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. მინისტრმა 9 მაისი ასევე ყველა ომის მონაწილე ვეტერან პედაგოგს მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.
08/05/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო პროგრამებში სწავლების გაგრძელების მსურველებისთვის  კონკურსი გამოაცხადა.
07/05/2010
მცხეთის მე-2  საჯარო სკოლის 30-მდე მე-12 კლასელი მოსწავლე ”სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში ვაზიანის სამხედრო ბაზას ეწვივნენ.  მათ მეგზურობა მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა გაუწიეს. მოზარდებმა   სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს,  ნახეს რა მომზადებას გადიან მეომრები და როგორ არიან აღჭურვილნი.
06/05/2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 203-ე საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებელს ბატონ გიორგი ზუბიაშვილს სახლში ეწვია, გიორგობა მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
05/05/2010
პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრები  გრძელდება. ამჯერად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების 500-მდე პედაგოგს შეხვდნენ. 
05/05/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროსთან შექმნილი მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ  მრჩეველთა საბჭოს სრული ათწევრიანი შემადგენლობა საზოგადოებას საბჭოს პირველ სხდომაზე წარუდგინეს.
04/05/2010
სამეცნიერო სფეროში მიმდინარე პრიორიტეტებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინიტრი დიმიტრი შაშკინი და მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 20-მდე წარმომადგენელს შეხვდნენ.
04/05/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე  თბილისის 52-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც პრეზიდენტის  ინიცირებული პროექტის  ”ALUMNI-ს”  ფარგლებში სკოლის კურსდამთავრებულის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თეიმურაზ იობიძის ფინანსური მხარდაჭერით ერთ-ერთი საკლასო ოთახი გარემონტდა და სათანადო ინვენტარით აღიჭურვა.
04/05/2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს  კონკურსს პროგრამებზე - ”ასწავლე საქართველოსთვის” და ”კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობით დასახლებული რეგიონების სკოლებში”.
03/05/2010
10 მაისს სრულდება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მსურველთა რეგისტრაცია. პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სტრუდენტთა დაფინანსების პრინციპებზე ბრიფინგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გამართეს.
01/05/2010
თბილისის შვიდ საპილოტე სკოლაში მომუშავე ოცდაორ მანდატურს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამედიცინო დაზღვევის ჯგუფის ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიას’’ აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ლაგვილავამ სამედიცინო დაზღვევის პოლისები გადასცეს.
01/05/2010
საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის პირველი შესარჩევი ტურები მათემატიკასა და ფიზიკაში თბილისის №98 საჯარო სკოლაში  შემდეგი განრიგით გაიმართება: მათემატიკასა და ფიზიკაში I და II ტურები: 1 და 2 მაისი. III და IV ტურები  -  12 და 13 მაისი;

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474   >