საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებთან დაკავშირებით ბრიფინგი
გამართეს.
გორის სკოლის მანდატურები
აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ჯიმშერ ტოროშელიძის ოჯახს ესტუმრნენ,
მის მეუღლეს ნათელა გოგიძეს 8 მარტი
მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ატომური
კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN-ში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა, ფიზიკოსმა გიორგი დვალმა საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფიზიკის მასწავლებელთათვის სემინარი
გამართა. სემინარის მიმდინარეობას მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის ინიციატივით, ეროვნული
გამოცდებისათვის დამხმარე ვიდეო მასალა შეიქმნა. უახლოეს მომავალში სამინისტრო დამხმარე ვიდეო ფილმების მომზადებას სხვა
საგამოცდო საგნებშიც გეგმავს.
მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო
პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები იმ უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ, რომლებიც იმერეთისა და გურიის რეგიონების საჯარო სკოლებში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ინგლისურ ენას ასწავლიან.
თბილისის №47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამიერიდან სპორტის გაკვეთილები განახლებულ სპორტულ დარბაზში ჩაუტარდებათ. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ
რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი მოინახულა
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით, 2011 წლის 5-13 მარტს, უმაღლესი
და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური
სერვისების პირველი გამოფენა
”საქართველოს
განათლების კვირეული 2011”იმართება.
საქართველოს
განათლებისა და მეცნეირების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და გამოცდების
ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის მიმდინარეობას დაესწრო.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სამინისტროს გამოცდების
ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის №1 ექსპერიმენტალურ სკოლაში
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ინტერნეტით
რეგისტრაციის პროცესს დაესწრნენ.
ინგლისურენოვანი პედაგოგების საქართველოში
პერიოდულად ჩამოსვლის პარალელურად, აქ მყოფი უცხოელი მოხალისეები პროგრამის
„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან„ წარმატებაზე და ქართულ სტუმართმოყვარეობაზე საუბრობენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ამჯერად, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ახალი
ლაბორატორია გახსნა. სკოლისათვის თანამედროვე საბუნებისმეტყველო სასწავლო თვალსაჩინოებებისა
და აპარატურის გადაცემა ლაბორატორიებით
სკოლების აღჭურვის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
და იმერეთის რეგიონის
გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის
ტყიბულის სამთო ტექნოლოგიური ინსტიტუტი მოინახულეს, რომელიც ფუნქციონირებას 2011
წლის პირველი მარტიდან შეუდგა.
საქართველოს
განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 54-ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელს,
დამსახურებულ პედაგოგს ქალბატონ თამილა ხელაშვილს სახლში ეწვია, დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იმერეთის გუბერნატორმა
ლაშა მაქაცარიამ ქუთაისის პროფესიული კოლეჯი მოინახულეს. სასწავლებელი სამინისტროს მიერ სრულად
რეაბილიტირებულია.
პროგრამა ,,აინშტაინის” ფარგლებში, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების
დონის ამაღლებისა და ამ საგნებით მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით,
საჯარო სკოლებისათვის სასწავლო ლაბორატორიების გადაცემის ახალი ეტაპი
დაიწყო.