საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსა და შსს პოლიციის აკადემიის მხარდაჭერით, თბილისის 207-ე
საჯარო
სკოლისა და ანსამბლ ”მგზავრების” გუნდებს შორის ფეხბურთში შეჯიბრება
გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
და საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან მორიგი
სამუშაო შეხვედრა გაიმართა მოსწავლეთა ეთიკის კოდექსის სამუშაო
ვარიანტის განხილვის მიზნით.
საქართველოს
პრეზიდენტის ინიცირებული ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, ქალაქ რუსთავის სკოლებს
შორის სასკოლო
ჩემპიონატი ჩატარდა მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი დედაქალაქისა და რეგიონების 200-მდე პედაგოგს შეხვდა და
სამინისტროს მიერ ახალი სასწავლო წლიდან დაგეგმილი სიახლეების შესახებ
ინფორმაცია
გააჟღერა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამედიცინო სადაზღვევო კომპანია - ”არქიმედეს
გლობალ
ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ რამიშვილი თბილისის 55-ე საჯარო
სკოლაში
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო კაბინეტის გახსნას
დაესწრნენ.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 186-ე
საჯარო სკოლაში ახალი საცურაო აუზი გახსნა. აუზის რეაბილიტაცია კომპანია
”როიალ 2009”-ამ განახორციელა და იგი ერთადერთია დიდი დიღმის დასახლებაში.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ეროვნული
სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის
დირექტორმა ნათია ჯოხაძემ სკოლების
პედაგოგებსა და დირექტორებს სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსის შედეგები
გააცნეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა
საქართველოში ორთვინ ჰენიგმა, გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიები 94
ქართველ ახალგაზრდას გერმანიაში სწავლისა და კვლევის მიზნით საზეიმო
ვითარებაში გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი
მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ილია ვეკუას
სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ამავე სკოლის მოსწავლეთა
კულტურული
მემკვიდრეობის კლუბისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით
გამართულ, ძველ
ქართულ ხელნაწერთა გამოფენას გაეცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი თამარ ბელქანია თბილისის
კერძო სკოლას ”ცისკარი” ეწვივნენ და სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების
გაკვეთილს დაესწრნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
USAID-ის დაფინანსებით, ქარელის რაიონების სოფლებში - დვანში, ტახტისძირსა
და დირბში რეაბილიტირებული საჯარო სკოლები გაიხსნა.
საქართველოს
შსს
აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ და
თბილისის
სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს,
რომელიც ითვალისწინებს
პირველადი სამედიცინო დახმარების სფეროში მანდატურთათვის ტრეინინგების
ჩატარებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სახალხო
დამცველის, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებების
ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო სახელწოდებით:
,,ბავშვის უფლებაა მოუსმინონ“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის
ინიციატივით, სამინისტროში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი
მიძღვნილი მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა.
განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 203-ე საჯარო სკოლის
მოსწავლეებს ეწვია, ბავშვთა დაცვის
საერთაშორისო დღე მიულოცა, საჩუქრები გადასცა
და სკოლის ქორეოგრაფიული წრის აღსაზრდელთა წარმოდგენას დაესწრო.