საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ავიაკომპანია ,,აირზენას’’ დირექტორთა საბჭოს
თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა თბილისის 47-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელ
მოსწავლეებს ავიაციის შესახებ ლექცია წაუკითხეს.
უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში
ზუგდიდის ყველა საჯარო სკოლაში მანდატურები შევიდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილე ირინე ქურდაძემ ზუგდიდის №2
საჯარო სკოლაში მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი წარადგინა.
სასკოლო ბიბლიოთეკების მოწყობა გრძელდება. საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და
”ბაზისბანკის” გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ თბილისის №45 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას
საჩუქრად წიგნები გადასცეს.
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებში საპილოტე სკოლების პირველი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგები
გრძელდება. ტრენინგი მთელი საქართველოს მაშტაბით ტარდება და ჯამში იმ სკოლების
ასათი მასწავლებელის გადამზადებას გულისხმობს, რომლებიც
პირველკლასელებს ნეტბუკების საშუალებით ასწავლიან.
პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან“ ერთად ფარგლებში,
საქართველოში ინგლისურენოვან პედაგოგთა მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ
ნოდარ სურგულაძემ მოხალისე პედაგოგებთან გაცნობითი-საინფორმაციო ხასიათის
შეხვედრა გამართა.
სომხეთში მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი
შაშკინმა და სომხეთის განათლების მინისტრმა არმენ აშოტიანმა ხელი მოაწერეს
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
პირველად
საქართველოსა და სომხეთის ისტორიაში ერევანში ქართველოლოგიის კათედრა
გაიხსნა. ქართველოლოგიის
კათედრა სომხეთში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სომხეთის განათლების მინისტრმა არმენ აშოტიანმა
გახსნეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის
(ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და სემინარების ციკლს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
№81-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს
ამიერიდან სპორტის გაკვეთილები ახალ სპორტულ მოედანზე ჩაუტარდებათ. მოედანი დღეს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა კონკურსში
,,მე ომბუდსმენი’’ გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოვეს.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში
დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო კორპუსი აშენდა.
შედეგად, გაიზარდა პირველკლასელთა რაოდენობა და აღნიშნულ სკოლაში სწავლის
მსურველთა მოთხოვნაც დაკმაყოფილდა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და
შეფასების
ცენტრმა 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტზე მუშაობა
დაასრულა.
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ
სასტუმრო რედისონში სასწავლო გეგმის პროექტის პრეზენტაცია გამართეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და
ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა პერევის საჯარო სკოლის 70-მდე
მოსწავლეს 5 000 ლარის
ღირებულების სასკოლო სახელმძღვანელოები ჩაუტანეს.
10 ოქტომბერი მთელი
მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო დღედ აღინიშნება და
მასში მონაწილეობას ევროკავშირის ყველა
ქვეყნის ჩათვლით
ევროპის 40-ზე მეტი ქვეყანა იღებს.