საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროში პროექტ ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”
ფარგლებში
კანადურ კომპანიასა და საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ცენტრს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წეროვანის №3 საჯარო სკოლაში
ინგლისური
ენის კაბინეტი გახსნა. კაბინეტი უცხო ენების გაძლიერებულად სწავლების
პროგრამის ფარგლებში
აღიჭურვა და კეთილმოეწყო. ამიერიდან, წეროვანის №3 საჯარო სკოლის
მოსწავლეები უცხო
ენას თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეისწავლიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროში არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე
მასწავლელბელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის
სამუშაო ვარიანტის განხილვა მოხდა.
ქუთაისის №17 საჯარო სკოლის IV3
კლასის მოსწავლეები პროექტ ,,მშვიდობით იარაღო”-ს ფარგლებში საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს ქუთაისის III ქვეით ბრიგადას ეწვივნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო
ოლიმპიადის ფინალისტთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული
123 მოსწავლე ფულადი ჯილდოებითა და სიგელებით, ხოლო ოლიმპიადაში მონაწილე
სამი არაქართულენოვანი მოსწავლე პორტატული კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
საქართველოს
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, საჯარო სკოლების
სასადილოების თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობა დაიწყო. პირველი
სასადილო
თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში გარემონტდა.
საერთაშორისო კონკურსში, რომელიც საქართველოში ტარდება 30-მდე ქვეყნის
VII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ, მათ მიერ წარმოდგენილ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკის, ეკოლოგიის,
აგრეთვე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროებში მომზადებულ
პროექტებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს.
დიმიტრი შაშკინმა და
USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონათან
კონლიმ ,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემის” დანერგვისა და განვითარების
შესახებ
ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი თბილისის 196-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. სასწავლო
დაწესებულება 1994
წელს დაარსდა,
არის ვალდორფის სკოლების საერთაშორისო კავშირის წევრი და იუნესკოს
ასოცირებული სკოლა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კომპანია
”ნეოტექის” დირექტორი იგორ ფარჯიანი 117-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ.
კომპანია
”ნეოტექი” სამინისტროს ინიცირებულ ”უსაფრთხო სკოლის” პროგრამას
გამოეხმაურა და 117-ე საჯარო სკოლაში უსასყიდლოდ დაამონტაჟა 16
ვიდეოსამეთვალყურეო
კამერა, მათ შორის, ორი სკოლის გარე პერიმეტრზე.
განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისი ომის ვეტერან
პედაგოგს ბატონ გაბრიელ გაბიტაშვილს პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
მინისტრმა
9
მაისი ასევე ყველა
ომის მონაწილე ვეტერან
პედაგოგს მიულოცა და ჯანმრთელობა
უსურვა.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში
სამაგისტრო
პროგრამებში სწავლების გაგრძელების მსურველებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
მცხეთის მე-2 საჯარო სკოლის 30-მდე მე-12 კლასელი მოსწავლე ”სამოქალაქო
თავდაცვისა და უსაფრთხო სკოლის პროგრამის”ფარგლებში
ვაზიანის სამხედრო ბაზას ეწვივნენ.
მათ მეგზურობა მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა გაუწიეს. მოზარდებმა
სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს, ნახეს რა მომზადებას გადიან მეომრები და
როგორ
არიან აღჭურვილნი.
განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 203-ე საჯარო სკოლის
ღვაწლმოსილ
მასწავლებელს ბატონ
გიორგი ზუბიაშვილს
სახლში ეწვია, გიორგობა
მიულოცა და საჩუქრები გადასცა.