საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებს შორის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოსა და სკოლამდელი სასწავლო გეგმების სამმართველოს ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით დაიგეგმა სპორტული ღონისძიება მაგიდის ჩოგბურთში. აღნიშნულთან დაკავშირებით 29 მაისს ჩატარდა ჩემპიონატის შესარჩევი კენჭისყრა, რომლის საფუძველზეც გამოვლინდნენ მონაწილე მეტოქეები ქალთა, მამაკაცთა და წყვილთა შორის. 2 და 3 მაისს გაიმართული პირველი ტურის შედეგად გამოვლინდნენ ფინალისტები ქალთა შორის. 4 და 5 მაისს გაიმართება მეორე ტური მამაკაცთა შორის ფინალისტის გამოსავლენად.