ბრუნეი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 2026-2027 სასწავლო წლისთვის გამოყოფს სტიპენდიებს.
სტიპენდიები აპლიკანტებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო დონეზე, ხუთ სხვადასხვა უნივერსიტეტში: ბრუნეი დარუსალამის უნივერსიტეტი (UBD), ისლამ სულთან შარიფ ალის უნივერსიტეტი (UNISSA), ბრუნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (UTB), რელიგიურ მასწავლებელთა უნივერსიტეტის კოლეჯი (KUPU SB) და ბრუნეის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (PB).
კონკურსში მონაწილეების განაცხადების წარდგენის ვადა იწურება 2026 წლის 15 თებერვალს.
დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ბმულზე.