განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში სამედიცინო განათლების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო კვლევითი ინსტიტუტებისა და კვლევითი პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე 2026–2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას.
ზვიად გაბისონიას თქმით, რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებსა და სამინისტროს შორის სისტემური და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები, საქართველოში მოქმედ სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან პერმანენტულად იმართება.