საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
საუბარი შეეხო აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებს, მათ შორის FLEX-ის, რომელიც ქართველ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს უფასოდ ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლის განმავლობაში.
აღინიშნა, რომ FLEX-ის პროგრამის ფარგლებში უკვე მეორე წელია ამერიკელი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ერთი სასწავლო წლით ჩამოდიან საქართველოში და სწავლას აგრძელებენ ქართულ სკოლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ტიმოთი ბლაუველტი, დირექტორის მოადგილე სუსანა ფაცაცია და FLEX-ის პროგრამის კოორდინატორი მანანა კაპანაძე.