საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი (I2Q)“ მართვის ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მონაწილეებმა, უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე მომუშავე ექსპერტებთან ერთად, I2Q პროექტის ფარგლებში შემუშავებული უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი და მექანიზმები განიხილეს. მათ შორის არის საბაზო დაფინანსების მოდელი, რომელიც სწავლის განსხვავებული საფასურების იდენტიფიცირებას გულისხმობს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფასა და აკადემიური პროგრამების სპეციფიკური საჭიროებების აღიარებაზეა ორიენტირებული.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების ახალი მოდელის შეთავაზებაზე, რაც, თავის მხრივ, განათლების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელზე, რომელიც სახელმწიფო პრიორიტეტებსა და დაკვეთას გაითვალისწინებს. საუბარი შეეხო დაფინანსების ერთ-ერთ ინსტრუმენტს - კონკურენტული ინოვაციის ფონდს (CIF), რომელიც სისტემაში 2022 წლიდან ფუნქციონირებს.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა
ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და სამინისტროს თანამშრომლებმა.
ეროვნულ დონეზე არსებული საჭიროებების სიღრმისეული ანალიზისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევის საფუძველზე, განათლების საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები უკვე რამდენიმე წელია მუშაობენ უმაღლესი განათლების დივერსიფიცირებული დაფინანსების მექანიზმების ფორმირებაზე.
სამინისტრო აგრძელებს მუშაობას დაფინანსების ახალი სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომლის განხილვის შემდგომ ეტაპზე პროცესში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აქტიურად ჩაერთვებიან.