
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურში მდებარე პროფესიულ კოლეჯ „ქართლს" ეწვია.
მინისტრმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, კოლეჯის თანამშრომლებს შეხვდა და მათგან არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის პროცესში პროფესიული განათლების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად აგრძელებს კოლეჯების განვითარების მხარდაჭერას.
მინისტრთან ერთად კოლეჯში ასევე იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, პარლამენტის წევრი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი და მეუფე სვიმეონი.
კოლეჯი "ქართლი" 400 სტუდენტზეა გათვლილი, რომელიც მსურველებს შესაძლებლობას აძლევს ხაშურის მუნიციპალიტეტისა და შიდა ქართლის რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ პროფესიებს დაეუფლონ.
პროფესიულ კოლეჯში ფუნქციონირებს თანამედროვე, კეთილმოწყობილი ადმინისტრაციული სივრცეები და სასწავლო აუდიტორიები, მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით და ტექნიკით აღჭურვილი სახელოსნოები, კაფეტერია, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ოთახი, სპორტული, საკონფერენციო და სააქტო დარბაზები.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურში მდებარე პროფესიულ კოლეჯ „ქართლს" ეწვია.
მინისტრმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, კოლეჯის თანამშრომლებს შეხვდა და მათგან არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია. გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის პროცესში პროფესიული განათლების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად აგრძელებს კოლეჯების განვითარების მხარდაჭერას. მინისტრთან ერთად კოლეჯში ასევე იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, პარლამენტის წევრი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მერი პაატა ჩადუნელი, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი და მეუფე სვიმეონი.კოლეჯი "ქართლი" 400 სტუდენტზეა გათვლილი, რომელიც მსურველებს შესაძლებლობას აძლევს ხაშურის მუნიციპალიტეტისა და შიდა ქართლის რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ პროფესიებს დაეუფლონ.პროფესიულ კოლეჯში ფუნქციონირებს თანამედროვე, კეთილმოწყობილი ადმინისტრაციული სივრცეები და სასწავლო აუდიტორიები, მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით და ტექნიკით აღჭურვილი სახელოსნოები, კაფეტერია, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ოთახი, სპორტული, საკონფერენციო და სააქტო დარბაზები.