საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა ამჯერად ოზურგეთში გამართა, რომელსაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის, მოსწავლეთა მშობლები, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტები და საგნობრივი მასწავლებლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული სისტემური გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზების იდენტიფიცირებას, ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ განათლების ადმინისტრირების პროცესში ჩართული პირებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.
შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში ყურადღება გამახვილდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საფეხურზე ტრანზიციაზე, სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და სპეციალისტების გადამზადების აუცილებლობაზე.
ღონისძიების დასრულების შემდგომ ჩატარდა ფოკუსჯგუფი, სადაც მონაწილეებმა მოსწავლეთა სპეციფიკური გამოწვევები გამოავლინეს და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელეს.
პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში მასწავლებლებთან, მშობლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში იმართება.
ოზურგეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.